„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.037.016207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარების  მინისტრის

ბრძანება  №10

2025 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19/05/2025, 010240030.22.037.016206) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში  კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ დაგეგმილი/მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების ადგილობრივ დონეზე განხორციელებისას და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება და კოორდინაცია;

დ) სამინისტროს, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) სახელმწიფო რწმუნებულების კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია;

თ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების საშტატო ნუსხების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;

კ) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე სამსახურში შესული ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება-ანალიზი და მასზე რეაგირება;

ლ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №458 დადგენილებით (შემდეგში – დადგენილება), საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ, დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში (გარდა 45100000, 45200000, 45300000, 45400000) სახელმწიფო შესყიდვების დაწყებამდე შესასყიდი ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ო) სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივლისიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.07.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.037.016207.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 09.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016207 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6567965/