“ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების შესახებ"
მიღების თარიღი 27.07.2006
ძალის დაკარგვა 30.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.008.990
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 02/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal; text-decoration:underline;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:21.3pt .8in 21.3pt 1.2in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.008.990
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №66
2006 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტის საფუძველზე და 28-ე, 38-ე და 39-ე მუხლების გათვალისწინებით, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების შესახებ“ წესი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი
წ ე ს ი
ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-2 მუხლის 50-ე პუნქტის საფუძველზე, 28-ე, 38-ე და 39-ე მუხლების გათვალისწინებით და განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის (შემდგომში – დეპოზიტარი) მომსახურების სახეებს და მის უფლებამოსილებებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, გარდა ამისა, ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულია ტერმინები შემდეგი მნიშვნელობით:
1. დეპოზიტარული მომსახურება – ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა და შენახვა, მათზე დეპონენტების უფლებების ფიქსირება და დადასტურება, აგრეთვე ამ უფლებების დატვირთვის და შეზღუდვის აღრიცხვა.
2. დეპონენტი – ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების მფლობელი, რომელიც ხსნის, ფლობს და განკარგავს ანგარიშს, რომელზეც აღირიცხება მისი და მისი კლიენტის ფასიანი ქაღალდები და ფულადი სახსრები.
3. დეპოზიტარი – იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს დეპოზიტარული მომსახურება და/ან ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების კლირინგი და ანგარიშსწორება. ასეთ ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან: ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და არარეზიდენტი დეპოზიტარი.
4. კასტოდიანური მომსახურება – საინვესტიციო სახსრების აღრიცხვა და შენახვა, მათ შორის მართვისა და მეურვეობის უფლებით.
5. ცენტრალური კლირინგი – ფასიანი ქაღალდების გარიგებების შედეგად ანგარიშსწორებაში მონაწილე მხარეების ვალდებულებებისა და მოთხოვნების ურთიერთჩათვლა, აგრეთვე ასეთი გარიგებების შესრულების გარანტიების სისტემის შექმნა და კონტროლის განხორციელება.
6. საკორესპოდენტო ანგარიში – ანგარიში, რომელიც ეხსნება დეპოზიტარს და განკუთვნილია მისი უფლებების დასაფიქსირებლად და დასადასტურებლად დეპონენტების ანგარიშებზე არსებულ შესაბამის სახსრებზე.
7. მიწოდება გადახდის სანაცვლოდ – ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაზე გარიგების შესრულების მეთოდი, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ ან სრულად იქნება გადახდილი ფული და გადარიცხული შესაბამისი ფასიანი ქაღალდები ან არ მოხდება არც ერთი და არც მეორე.
8. ქართული დეპოზიტარული ხელწერილი – ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ უფლებებს გარკვეული რაოდენობის ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც გამოშვებულია არარეზიდენტი ემიტენტის მიერ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების სახეები
1. ცენტრალური დეპოზიტარი უნდა ახორციელებდეს შემდეგ ძირითად მომსახურებებს:
ა) ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას და შენახვას, ფასიანი ქაღალდების დეპონენტთა უფლებების დაფიქსირებას და დადასტურებას;
ბ) დეპოზიტარულ მომსახურებას ყველა იმ ფასიანი ქაღალდების მიმართ, რომლებიც დაშვებულია ცენტრალურ დეპოზიტარში;
გ) ფასიანი ქაღალდებით გარიგებების კლირინგს და ანგარიშსწორებას.
2. ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი სახის დამატებითი მომსახურებები:
ა) კასტოდიანური მომსახურების გაწევა რეზიდენტი და არარეზიდენტი დეპონენტებისათვის როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ფასიან ქაღალდებზე;
ბ) სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შენახვა;
გ) ფასიანი ქაღალდების მფლობელების რეესტრების წარმოება, ასევე, კლიენტების ანგარიშების დროებით მართვას იმ რეგისტრატორების ნაცვლად, რომელთაც არ შეუძლიათ შეასრულონ თავიანთი ფუნქციები;
დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება საპენსიო ფონდებისათვის, კოლექტიური ინვესტირების ფონდებისათვის და სხვა ინსტიტუტებისათვის;
ე) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაცემთა ეროვნული ბაზის წარმოება. ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და წარდგენა ემიტენტების ფასიანი ქაღალდების გამოშვების, კორპორაციული ქმედებების, ემიტენტებთან დაკავშირებული არსებითი ფაქტების და მოვლენების, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე;
ვ) ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეგისტრატორების მონაცემთა ბაზებისა და სხვა ინფორმაციის სარეზერვო ასლების შენახვა.
მუხლი 4🔗. ცენტრალური დეპოზიტარის უფლებამოსილებანი
1. ანგარიშების გახსნისა და წარმოებისათვის ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია:
ა) გახსნას ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში) ანგარიშები ფასიანი ქაღალდებით გარიგებების კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის;
ბ) გაუხსნას საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშები რეზიდენტ დეპოზიტარებს, აგრეთვე სხვა რეზიდენტებს, რომლებისთვისაც დასაშვებია ანგარიშების გახსნა ცენტრალურ დეპოზიტარში. განახორციელოს ამ ანგარიშების წარმოება;
გ) გაუხსნას საკორესპონდენტო ანგარიშები სხვა ქვეყნების ცენტრალურ დეპოზიტარებს და საერთაშორისო დეპოზიტარულ-საკლირინგო ორგანიზაციებს და განახორციელოს ამ ანგარიშების წარმოება. აგრეთვე გახსნას ფულადი სახსრების ანგარიშები მოთხოვნილ ვალუტაში დეპოზიტარული და საანგარიშსწორებო ოპერაციების განსახორციელებლად;
დ) გახსნას საკორესპონდენტო ანგარიშები სხვა ქვეყნების ცენტრალურ დეპოზიტარებში და საერთაშორისო საკლირინგო-სადეპოზიტო ორგანიზაციებში, აგრეთვე გახსნას ფულადი სახსრების ანგარიშები მოთხოვნილ ვალუტაში დეპოზიტარული და საანგარიშსწორებო ოპერაციების განსახორციელებლად;
ე) გახსნას საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშები სხვა არერეზიდენტ ორგანიზაციებში, რომლებიც აწარმოებენ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებს თავისი კლიენტებისათვის, ასევე გაუხსნას საკორესპონდენტო ანგარიშები ასეთ ორგანიზაციებს, თუ დაშვებულია ასეთი ორგანიზაციებისათვის ანგარიშების გახსნა ცენტრალურ დეპოზიტარში და განახორციელოს ამ ანგარიშების წარმოება;
ვ) მოსთხოვოს ანგარიშის მფლობელებს გახსნან ფულადი სახსრების ანგარიშები მის მიერ შეთავაზებულ ბანკებში.
2. კლირინგისა და ანგარიშსწორების განხორციელებისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს კლირინგი და ანგარიშსწორება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე დადებული გარიგებების შედეგების მიხედვით;
ბ) განახორციელოს კლირინგი და ანგარიშსწორება არაორგანიზებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დადებული გარიგებების საფუძველზე;
გ) უზრუნველყოს – „მოწოდება გადახდის სანაცვლოდ“ – რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობა ორგანიზებულ და არაორგანიზებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დადებული გარიგებებისას;
დ) უზრუნველყოს ანგარიშსწორების სისტემა „გარიგება გარიგების შემდეგ“ რეალური დროის რეჟიმში, აგრეთვე ანგარიშსწორების სისტემა კლირინგის გამოყენებით გარიგების დადების მომენტიდან ერთი დღის ან გარიგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა ვადაში.
3. ფასიანი ქაღალდების სესხების, გირავნობისა და რეპო ოპერაციების განხორციელებისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების სესხების სისტემის ჩამოყალიბება დადებული გარიგებების შესრულების გარანტიის მიზნით;
ბ) გამოვიდეს როგორც მესამე მხარე გირავნობის ოპერაციების, სამმხრივი რეპო გარიგებების და სხვა აუცილებელ შემთხვევებში, გარიგებების პირობების შესრულების გარანტად.
4. ფასიანი ქაღალდების მატერიალიზებული ფორმით არსებობისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული ფასიანი ქაღალდების (ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების) დეპონირება, შენახვა და აღრიცხვა;
ბ) აწარმოოს სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაცია და მიმოქცევიდან ამოღება.
5. ქართული დეპოზიტარული ხელწერილების მიმართ ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ქართული დეპოზიტარული ხელწერილების ემისია და მათი დეპოზიტარული მომსახურება;
ბ) აწარმოოს ქართული დეპოზიტარული ხელწერილებისა და სხვა წარმოებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების უზრუნველსაყოფად დეპონირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა და შენახვა.
6. კორპორაციული ქმედებების განხორციელებისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს კორპორაციული ქმედებების ეფექტური შესრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სტანდარტების საფუძველზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების განთავსებისას, ფასიანი ქაღალდებზე დივიდენდების გადახდისას, ფასიანი ქაღალდების დაფარვისას, ფასიანი ქაღალდების მფლობელების რეესტრების შედგენისას რეგისტრატორთან ან ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
7. სტანდარტების გავრცელების, სტატისტიკისა და კონსულტაციების განხორციელებისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია:
ა) გაავრცელოს დეპოზიტარული მომსახურების წარმოების საერთაშორისო სტანდარტები. მიიღოს მონაწილეობა დეპოზიტარული მომსახურების ეროვნული სტანდარტების, მათ შორის, დეპოზიტარული ოპერაციების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სტანდარტების შექმნასა და გავრცელებაში;
ბ) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დეპოზიტარული მომსახურების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გავრცელება;
გ) აწარმოოს კონსულტაციები და საგანმანათლებლო საქმიანობა დეპოზიტარული მომსახურების სფეროში.
8. ცენტრალურმა დეპოზიტარმა თავის საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკების შეფასებას და კონტროლს და ყველაფერი იღონოს დეპოზიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციისათვის.