ქალაქ თბილისში მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 12.08.1991
ძალის დაკარგვა 28.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №636
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000188 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება № 636
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარება-განმტკიცების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება და დაკმაყოფილდეს მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ თხოვნა თბილისში მისი წარმომადგენლობის დაარსების შესახებ.
2. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას საქართველოს რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე