საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 12.08.1991
ძალის დაკარგვა 06.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №625
სარეგისტრაციო კოდი 000000240.02(0).000.000180 9
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონი 06.06.2003
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №625
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი გარეული ცხოველების დაცვის გაუმჯობესებისა და იმ პირთა მატერიალური პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, რომელნიც ზიანს მიაყენებენ ფაუნას, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1991 წლის 1 აგვისტოდან იმ გადასახდევინებელი ზარალის ოდენობის გამოანგარიშების თანდართული ნიხრი, რაც მოქალაქეების მოქმედებით მოუვიდა სახელწმიფო სამონადირეო ფონდს ძვირფასი სახეობის გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 17 დეკემბრის №814 დადგენილების № 1 დანართი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
ნიხრი
იმ გადასახდევინებელი ზარალის ოდენობის გამოსაანგარიშებლად, რომელიც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ან დროებით მობინადრე გარეული ცხოველების (მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველების) უკანონო მოპოვებისათვის
გარეული ცხოველების დასახელება
გადასახდევინებელი თანხის ოდენობა თითო სულზე (მანეთი)
ძუძუმწოვრები
კავკსიური ირემი, ნიამორი ქურციკი (ჯეირანი)
5000
ჯიხვი
2000
არჩევი, შველი
1000
გარეული ღორი
500
ჯიქი, დათვი
2000
ზოლებიანი აფთარი
1000
კავკასიური ფოცხვერი, წავი კავკასიური წაულა, ჭრელტყავა
500
ამიერკავკასიური ზაზუნა
200
კვერნა, ნუტრია
300
ფრინველები
დურაჯი, გნოლი, კავკასიური შურთხი, ხონთქრის ქათამი, კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო
300
ფლამენგო
100
სავათი, სარსარაკი
400
ვარდისფერი ვარხავი, ხუჭუჭი ვარხვი, გედი
500
ოშხვარი
200
ხოხობი
100
კაკაბი
60
რუხი წერო, თეთრი ყანჩა
500
მთის არწივი, ველის არწივი, თეთრკუდა ფსოვი, ბატკანძერი (კრავიჭამია), ძერაბოტი, შავარდენი, ბეგობის არწივი
500
ბარი (გავაზი)
100
ქვეწარმავლები და ამფიბიები
ველის მახრჩობელა, გრძელფეხა სცინკი, სირიული მყვარი, კავკასიური სალამანდრა, გიურზა
100
თევზები
ატლანტური ზუთხი
1000