მცხეთის რაიონში სამხედრო ოპერატიული აეროდრომის ასაშენებლად 1941 წელს გამოყოფილი და დანიშნულებისამებრ დღემდე გამოუყენებელი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დადგენილება №577
1991 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების (მე-9 მუხლი), აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მიწის კოდექსის (36-ე მუხლი) მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1941 წლის 13 ივლისის № 1280 დადგენილება „მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის ოპერატიულ აეროდრომის ასაშენებლად 138,25 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ და ამ დადგენილებით გამოყოფილი 138,25 ჰექტარი და ამ ფართობის მიმდებარედ სამხედრო უწყებების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული 28 ჰექტარი, სულ 166,25 ჰექტარი მიწა, როგორც 50 წლის მანძილზე დანიშნულებისამებრ გამოუყენებელი, დაუბრუნდეს ნატახტრის მებოსტნეობის მეურნეობას.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე