საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის დადგენილებების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 14.10.1996
ძალის დაკარგვა 27.06.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №667
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 10, 31/10/1996
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საკონსულო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონი 27.06.1997
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის დადგენილებების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №667
1996 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის დადგენილებების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
კონსტიტუციის დებულებათა რეალიზაციისა და სამართლებრივი რეფორმის განხორციელების, კონსტიტუციასთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის, აგრეთვე ამ პროცესთა კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ის დადგენილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, თანდართული ნუსხის თანახმად.
პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
დანართი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ძალადაკარგულ დადგენილებათა ნუსხა
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 იანვრის №10 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“.
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 იანვრის №60 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და კოლეგიის შესახებ“.
3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 7 თებერვლის №71 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის შესახებ“.
4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 მარტის №168 დადგენილება „საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის შესახებ“.
5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 აპრილის №250 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის შესახებ“.
6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის №280 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტ „საქნახშირის“ დებულების დამტკიცების შესახებ“.
7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის №286 დადგენილება „მმართველობის საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულების შესახებ“.
8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ივნისის №378 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტ „საქგაზის“ დებულების დამტკიცების შესახებ“.
9. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 ივნისის №394 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ“ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე.
10. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 ივნისის №402 დადგენილება № 1010 დადგენილებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ“.
11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აგვისტოს № 542 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან რეპატრიაციის სამსახურის შექმნის შესახებ“.