“საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.008.994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 01/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.994

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №10

2006 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის  №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 17.10.2005წ., №119, მუხ. 1330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება და მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა, პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის სისტემის მუშაკთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროკურატურის სისტემის მუშაკთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას და სოციალური საკითხების გადაწყვეტას.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეულ დავალებებს, იხილავენ კორესპონდენციებს და განცხადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.07.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
“საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 31.07.2006. მიმღები ორგანო — სხვა ადმინისტრაციული ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.010.39.036.008.994.
რამდენი მუხლისგან შედგება “საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება “საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №10, 31.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.994 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65692/