რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი კულტურა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

 

დადგენილება №707

 

1991 წლის 31 აგვისტო

 

ქ. თბილისი

 

რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თხოვნა და პროფილის შეცვლასთან დაკავშირებით რუსთავისა და ფოთის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლებს ეწოდოს ხელოვნების, ხოლო თბილისისა და სიღნაღის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლებს - კულტურის სასწავლებლები, მათთვის დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში.

2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებანი „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 10 ივნისის № 476 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი   ბ. გუგუშვილი 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი    ა. ლანდია

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6570592/