„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№180
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.017937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №180

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ III, 23.04.2010 წ., №46, მუხლი 688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში, საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში, საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებში ადვოკატად ან მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება ან სპეციალობით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 4 წლის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში, საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში, საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებში ადვოკატად ან მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან სპეციალობით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

3. მრჩეველი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში, საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში, საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებში ადვოკატად ან მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ან სპეციალობით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“.

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქმისწარმოების სამმართველო:

ა) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ა.გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

ა.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ბ) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ.გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

ბ.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გ) მთავარი სპეციალისტი:

გ​.ა) უმაღლესი განათლება;

გ​.ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ​.გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

გ​.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) უფროსი სპეციალისტი:

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

დ.გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

დ.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი