„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№254
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.025146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №254

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ, 75, 28/06/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1.  „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი“ (დანართი №1) პირველი მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად, სულ მცირე, Codex Alimentarius-ის სტანდარტით − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი პრინციპებით“ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.“;

ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. ბიზნესოპერატორს სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად არ მოეთხოვება, თუ იგი ახორციელებს:

ა) პირველად წარმოებას;

ბ) ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებას;

გ) პურ-ფუნთუშეულის წარმოებას და აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

დ) არაცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას და აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ე) საბოლოო მომხმარებლისთვის მზა სურსათის მომზადებასა და მიწოდებას (საზოგადოებრივი კვების ობიექტი) და აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ვ) სურსათის შენახვას ან/და რეალიზაციას, სადაც არ ხდება სურსათის დამუშავება, გადამუშავება ან/და სურსათთან დაკავშირებული სხვა ქმედება, გარდა საბითუმო ვაჭრობისა;

ზ) აგრარულ ბაზრებში/ბაზრობებში სურსათის რეალიზაციას;

თ) მოძრავ ან/და დროებით შენობებში, მათ შორის, ავტომატებით სურსათის წარმოებას/გადამუშავებას და რეალიზაციას;

ი) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებებს, სადაც გათვალისწინებულია კვება;

 კ) სასმელი წყლის ცენტრალიზებულად მიწოდებას;

 ლ) სურსათის ტრანსპორტირებას.“;

გ)  მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) ბიზნესოპერატორზე, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით/ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის წარმოებას/პირველად წარმოებას.“;

 დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებით/გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის სახელმწიფო კონტროლი წარმოადგენს ქმედებას, რომლის დროსაც ხორციელდება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის სპეციფიკაციებთან, მათ შორის, ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერასთან შესაბამისობის დადგენა და ასევე ბაზარზე განთავსებული სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამავე კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი.“.

2. ტექნიკური რეგლამენტი − სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი (დანართი №2) პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბიზნესოპერატორზე, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით/ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის წარმოებას/პირველად წარმოებას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებით/ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის სახელმწიფო კონტროლი წარმოადგენს ქმედებას, რომლის დროსაც ხორციელდება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის სპეციფიკაციებთან, მათ შორის, ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერასთან შესაბამისობის დადგენა და ასევე  ბაზარზე განთავსებული სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამავე კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 20 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე