“სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 01.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/253
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.22.028.009.000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 04/08/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.22.028.009.000
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/253
2006 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების თაობაზე
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს სპორტის სფეროში შემდეგი საპატიო წოდებები (შემდგომში – წოდებები):
ა) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი;
ბ) საქართველოს საპატიო მსაჯი;
გ) საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი;
დ) საქართველოს სპორტის რაინდი.
2. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ენიჭება მწვრთნელს:
ა) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, თუ:
ა.ა) მის მიერ აღზრდილმა სპორტსმენმა დაიკავა სულ მცირე მე-6 ადგილი მაინც ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე;
ა.ბ) მის მიერ აღზრდილმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე;
ა.გ) მის მიერ აღზრდილმა ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე;
ა.დ) მის მიერ აღზრდილმა ორმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე;
ა.ე) მის მიერ აღზრდილმა სამმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი ევროპის ჩემპიონატზე;
ა.ვ) მის მიერ აღზრდილი სპორტსმენი გახდა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი;
ა.ზ) მის მიერ აღზრდილმა ორმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე;
ა.თ) მას აქვს არანაკლებ 15 წლის მწვრთნელად მუშაობის სტაჟი და აღზარდა საქართველოს 5 ჩემპიონი და შესაბამისი სპორტის სახეობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართული უმაღლესი კატეგორიის ტურნირის გამარჯვებული;
ბ) სპორტის სათამაშო და გუნდურ სახეობებში, თუ მისმა გუნდმა მოიპოვა:
ბ.ა) ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია;
ბ.ბ) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება;
ბ.გ) ევროპის საკლუბო გუნდების თასზე 1/8 ფინალში თამაშის უფლება;
ბ.დ) 1-8 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე და 1-6 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში;
ბ.ე) 1-3 ადგილი მსოფლიო უნივერსიადაზე.
3. საქართველოს საპატიო მსაჯის წოდება მიენიჭებათ ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის იმ მსაჯებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვთ მსაჯობის არანაკლებ 25 წლის საერთო სტაჟი;
ბ) შესულნი იყვნენ საქართველოს საუკეთესო მსაჯთა შემადგენლობაში არანაკლებ 3-ჯერ 10 წლის განმავლობაში;
გ) მომზადებული ჰყავთ არანაკლებ 5 მსაჯისა, რომელთაგანაც არანაკლებ 3 მოქმედი მსაჯია საქართველოს საპატიო მსაჯის წოდების მინიჭებისას.
4. საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არანაკლებ 20 წლის განმავლობაში აქტიურად ემსახურებოდნენ საქართველოში სპორტის განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სპორტის პროპაგანდაში, აღზარდეს მაღალი სპორტული მაჩვენებლების მქონე სპორტსმენები, მოამზადეს მაღალკვალიფიციური მსაჯთა კადრები, ეწევიან სპორტის სფეროში საზოგადოებრივ, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობას.
5. საქართველოს სპორტის რაინდის წოდება ენიჭებათ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების მწვრთნელებს, გამოჩენილ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებიც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობენ და არიან აღიარებულნი სპორტულ სამყაროში, სპორტის განვითარების საქმეში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებებს და პირებს, რომლებიც ეწევიან სპორტის სფეროში ქველმოქმედებასა და ახორციელებენ სპორტული ბაზების მშენებლობას.
6. წოდებების მინიჭება ხორციელდება აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების, საქართველოს მხარეების, ქალაქებისა და რაიონების შესაბამისი სპორტის ადგილობრივი სამსახურების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების, სპორტული კლუბებისა და სხვა სპორტული ორგანიზაციების შუამდგომლობისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე.
7. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდების მინიჭების თაობაზე შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
8. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება, შესაბამისი საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის ან/და სპორტული კლუბის შუამდგომლობისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით შეიძლება მიენიჭოს მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ სპორტსმენების აღზრდაში და გუნდების ჩამოყალიბებასა და გაწვრთნაში, რომლებმაც შემდგომში მიაღწიეს ამ დებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წარმატებებს.
9. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი წოდების მინიჭების თაობაზე გამოსცემს ბრძანებას ამ დებულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი