“განსაკუთრებით მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 01.08.2006
ძალის დაკარგვა 01.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/702
სარეგისტრაციო კოდი 330.010.020.22.024.009.017
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 04/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| № | საქმეთა დასახელება |
| საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ნებართვების სამმართველოს უფროსი | / / |
| ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: | / / |
| ნებართვის გაცემის თარიღი: | ". . . . . . ." . . . . . . . . . . . . . . . . 200 წელი |
| მშენებლობის დაწყების თარიღი | ". . . . . . ." . . . . . . . . . . . . . . . . 200 წელი |
| ნებართვა ძალაშია | ". . . . . . ." . . . . . . . . . . . . . . . . 200 წლამდე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“განსაკუთრებით მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 42.55pt .5in 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.020.22.024.009.017
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/702
2006 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);
2. დამტკიცდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №2);
3. გაუქმდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის №1-1/57 ბრძანება „მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გენრიხ მურადიანს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
დანართი №1
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგებას სამინისტრო ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია ნებართვის გამცემს შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).
3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის მოწმობის მიღების ფაქტს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
4. გაცემული ფორმების ქსეროასლი დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ ინახება ნებართვის მაძიებლის პირად საქმეში.
მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის ფორმის დაკარგვის შემთხვევაში, სამინისტრო გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის დამადასტურებელი საბუთი.
3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №1) მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
ა ქ ტ ი №
ქ. თბილისი
“_____“____________“ 200 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების
ჩამოწერის შესახებ
№
საქმეთა დასახელება
რაოდენობა
ფორმის ექსკლუზიური ნომერი
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ფორმების ჩამოწერის სისწორეს.
საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის
ნებართვების სამმართველოს უფროსი
/ /
ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:
/ /
დანართი №2
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების
მშენებლობის სანებართვო მოწმობა
ნებართვა №. . . .
ნებართვის გაცემის თარიღი:
". . . . . . ." . . . . . . . . . . . . . . . . 200 წელი
მშენებლობის დაწყების თარიღი
". . . . . . ." . . . . . . . . . . . . . . . . 200 წელი
ნებართვა ძალაშია
". . . . . . ." . . . . . . . . . . . . . . . . 200 წლამდე
დამკვეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(დასახელება)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(მისამართი)
მშენებლობის ობიექტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(მისამართი/ადგილმდებარეობა)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი)
პროექტი შეთანხმებულია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება, მისამართი)
ნებართვა გაიცა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მიერ
(ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება)
ბრძანება № . . . „. . . ." . . . . . . . . . . 200 წელი
ნებართვაზე ხელმომწერი პირი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(სახელი, გვარი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(თანამდებობა)
ბ. ა.
სანებართვო პირობები: ----------------------------------------------------------------------------------------------..........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
ბ. ა.