„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-645
სარეგისტრაციო კოდი
480070000.22.030.016373
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-645

2025 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 



1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480070000.22.030.016103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული დებულების:
ა) 31 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს (შემდგომში – სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი), ან მესამე სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებას.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი​3) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას, რასაც ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და უგზავნის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული  რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს (შემდგომში – სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი);“;

გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს წარუდგენს ანგარიშს საკონსულო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.“;

დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკონსულო თანამდებობის პირის საქმიანობაზე ადმინისტრაციულ ზედამხედველობას ახორციელებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას  ექვემდებარება სამინისტროს და სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს.“;

ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. წარმომადგენლობას შეიძლება ჰყავდეს ადმინისტრაციული მენეჯერი, რომელიც, გარდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა, ანგარიშვალდებულია სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული  რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.07.2025.
როდის იქნა მიღებული „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-645. სარეგისტრაციო კოდი — 480070000.22.030.016373.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-645, 16.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 480070000.22.030.016373 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6574056/