საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემის საზოგადოებრივი მეურნეობების (ყოფილი კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები), მატერიალური დოვლათის მწარმოებელი სამეურნეობათაშორისო ორგანიზაციების, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოების 1991 წლის 1 აპრილის მდგომარეობით რიცხული და დაფარვის წყაროს მოკლებული, ბანკების ვადაგადაცილებული და განვადებული სესხების ჩამოწერისა და მათი რესპუბლიკის საშინაო ვალისათვის მიკუთვნების შესახებ

მიღების თარიღი 16.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №880
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000225 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
373 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემის საზოგადოებრივი მეურნეობების (ყოფილი კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები), მატერიალური დოვლათის მწარმოებელი სამეურნეობათაშორისო ორგანიზაციების, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოების 1991 წლის 1 აპრილის მდგომარეობით რიცხული და დაფარვის წყაროს მოკლებული, ბანკების ვადაგადაცილებული და განვადებული სესხების ჩამოწერისა და მათი რესპუბლიკის საშინაო ვალისათვის მიკუთვნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №880 1991 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემის საზოგადოებრივი მეურნეობების (ყოფილი კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები), მატერიალური დოვლათის მწარმოებელი სამეურნეობათაშორისო ორგანიზაციების, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოების 1991 წლის 1 აპრილის მდგომარეობით რიცხული და დაფარვის წყაროს მოკლებული, ბანკების ვადაგადაცილებული და განვადებული სესხების ჩამოწერისა და მათი რესპუბლიკის საშინაო ვალისათვის მიკუთვნების შესახებ „საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს სისტემის საწარმოთა და ორგანიზაციათა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 აპრილის კანონისა და „სასოფლო-სამეურნეო, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოთათვის ბანკის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი კომისიის მიმდინარე ანგარიშისა და საინფორმაციო განცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 10 აგვისტოს № 362-12 დადგენილების შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს 1991 წლის 1 აპრილის მდგომარეობით თანდართული ნუსხა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემის იმ საზოგადოებრივი მეურნეობების, მატერიალური დოვლათის მწარმოებელი სამეურნეობათაშორისო ორგანიზაციების, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოებისა, რომელთაც ჩამოეწერათ ბანკების ვადაგადაცილებული და განვადებული სესხები და მიეკუთვნოს ისინი რესპუბლიკის საშინაო ვალს. 2. საქართველოს რესპუბლიკის აგრომრეწვბანკმა, საქართველოს რესპუბლიკის მრეწვმშენბანკმა, საქართველოს სოციალური განვითარების სააქციო-კომერციულმა ბანკმა დანართის ზუსტი შესაბამისობით ჩამოაწერონ ბანკების ვადაგადაცილებული და განვადებული სესხები საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს საწარმოებსა და ორგანიზაციებს, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა ჩამოწერილი ვადაგადაცილებული და განვადებული სესხები გაატაროს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს № 803 ანგარიშზე რესპუბლიკის საშინაო ვალის სახით. 3. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ აგროსამრეწველო კომპლექსში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დასახოს და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციულ-ეკონომიკური ღონისძიებანი და შიდა რეზერვების მაქსიმალური მობილიზაციის საფუძველზე მიაღწიოს ბანკის სესხებისა და მომწოდებელთა დავალიანებების მნიშვნელოვან შემცირებას. წლიური სამერნეო-საფინანსო შედეგების განხილვისას ჯეროვანი შეფასება მისცეს იმ საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების საქმიანობას, რომელთაც დაუშვეს სახელმწიფო სახსრების უყაირათო ხარჯვა და განაპირობეს ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                        ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                   ა. ლანდია