საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ შესახებ

მიღების თარიღი 21.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №885
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000226 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
219 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №885 1991 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, გარდამავალი პერიოდის თავისებურებანი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წინაშე სრულიად ახალ, განსხვავებულ პრობლემებსა და ამოცანებს აყენებენ. ეს უპირველესად შეეხება საინფორმაციო სამსახურების ისეთ მაკოორდინირებულ ორგანიზაციას, როგორც არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“. მისი საქმიანობის ამჟამინდელი პროგრამა, დებულებით გათვალისწინებული ფუნქციები, დანიშნულება და სტრუქტურა არ შეესაბამება 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში მომხდარ დიდმნიშვნელოვან ისტორიულ ცვლილებებს, რის გამოც სააგენტო ქართველი ხალხისათვის ამ განსაკუთრებულ პერიოდში საკმარისი სისრულით ვერ ასახავს, მოსახლეობას ოპერატიულად და ვრცელი სპექტრით ვერ აწვდის საჭირო ობიექტურ ინფორმაციას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე არსებითი ცვლილებების , ახალი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების, კერძოდ, საბაზრო სისტემაზე გადასვლის თაობაზე; სათანადო აქტიურობასა და დაბეჯითებას ვერ იჩენს როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ გაჩაღებული დეზინფორმაციის კონტრპროპაგანდისათვის, ამ მიზნით სრულად ვერ იყენებს მის ხელთ არსებულ ფართო შესაძლებლობებს, სათანადოდ ვერ აშუქებს პარლამენტისა და ხელისუფლების საქმიანობის ამსახველ მასალებს. ზემოაღნიშნულის გამო, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა სისტემის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და არსებული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. გაუქმდეს საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“. 2. საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი  ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი  ა. ლანდია