გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №847

1991 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 სექტემბრის №190 დადგენილება, მიღებულ იქნეს გალის რაიონის პრეფექტის წინადადება და გამოეყოს აფხაზეთის ტურიზმისა და ექსკურსიების საოლქო საბჭოს გალის მოგზაურობისა და ექსკურსიების ბიუროს 150-ადგილიანი ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის გალის სატყეო მეურნეობის გინძე-ეწერის უბნიდან (სოფელ მეორე გუდავაში) 1,5 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: ტყით დაუფარავი (საძოვარი) – 0,8 ჰექტარი, ტყით დაფარული - 0,7 ჰექტარი.

2. დაევალოს აფხაზეთის ტურიზმისა და ექსკურსიების საოლქო საბჭოს გალის მოგზაურობისა და ექსკურსიების ბიუროს:

ა) აუნაზღაუროს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 1,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად;

ბ) მშენებლობა აწარმოოს ზღვის ნაპირიდან არანაკლებ 120 მეტრის დაშორებით;

გ) გამოყოფილ ფართობზე მთლიანად შეინარჩუნოს ტყის ნარგავები.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია

 


 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6575686/