რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირის ეთიკკაპიტალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საკრედიტო კავშირის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №112

2025 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირის ეთიკკაპიტალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საკრედიტო კავშირის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №235/04 ბრძანების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა რეგისტრირებულ კოოპერატივს „საკრედიტო კავშირ ეთიკკაპიტალს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404876568) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და არასადეპოზიტო-არასაკრედიტო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნაზე.

2. დასრულდეს რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირის ეთიკკაპიტალის“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 404876568) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ლევან ნანსყანი (პირადი ნომერი: 62004024797).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

 

დეპარტამენტის უფროსი                                      ირმა ბოკუჩავა

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტი