საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

 

დადგენილება №846

 

1991 წლის 8 ნოემბერი

 

ქ. თბილისი

 

საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს დუშეთის რაიონის პრეფექტების კაბინეტის სხდომის 1991 წლის 8 აგვისტოს №30 გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს პურპროდუქტების მრეწველობის რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანების შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის ხორხის მეცხოველეობის მეურნეობის მიწებიდან (სოფლები: გუდრუხი, ხარტიში, ზემო თვალივი, ქვემო თვალივი) დამხმარე სასოფლო მეურნეობის (მეცხოველეობის) მოსაწყობად გამოყოფილი 468 ჰექტარი ფართობი (სათიბი - 130 ჰექტარი, საძოვარი - 320 ჰექტარი, საკარმიდამო მიწები - 18 ჰექტარი), მასზე არსებული ფერმის შენობა-ნაგებობებით დაუბრუნდეს ყოფილ მიწათმოსარგებლეს - ხორხის მეცხოველეობის მეურნეობას.

2. ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 20 ივნისის №307 დადგენილების 27-ე პუნქტი, რომელიც ეხება საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად ხორხის მეურნეობის მიწებიდან 468 ჰექტარი მიწის გამოყოფას.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ბ. გუგუშვილი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი  ა. ლანდია

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6575729/