📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2025
ძალაში შესვლა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №176/04
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016947 16
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/07/2025
502 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2025 მიღება
01.08.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 91% 01.10.2024 ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 13.03.2020 „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 25.06.2020 მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 12.07.2024 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 22.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №176/04 2025 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 64​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 868-ე მუხლის მე-8 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათას) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი. 2. ამ წესის მიზნებისთვის სესხის გამცემი ორგანიზაცია განიმარტება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების შესაბამისად.  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ: ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათას) ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე; გ) სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში; დ) სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით; ე) ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად. 4. ეს მუხლი ასევე ვრცელდება სესხის/საბანკო კრედიტის თავდებზე, გარდა იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნისა, ასევე, „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისა. 5. ეს მუხლი ასევე ვრცელდება საბანკო გარანტიის/აკრედიტივის საფუძველზე წარმოშობილი, სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის გრაფიკით გადასახდელი თანხის გადახდის შემთხვევაზე. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის გრაფიკით გადასახდელი თანხის გადახდის შემთხვევაზე, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ გაფორმებული საბანკო გარანტიის/აკრედიტივის საფუძველზე წარმოიშობა. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 500 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 18 დეკემბრის №309/04 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა