„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივნისის №144/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№177/04
სარეგისტრაციო კოდი
200090000.18.011.016948
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №177/04

2025 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივნისის №144/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივნისის №144/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06/06/2024, ს/კ: 200090000.18.011.016860) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესს:

ა) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა

1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის აქტივის შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორი.

2. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხორციელდება ლიკვიდატორის მიერ და შერჩეული კანდიდატი წარედგინება ეროვნულ ბანკს წერილობითი თანხმობის მისაღებად. 

3. დამოუკიდებელი აუდიტორი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

4. დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისთვის შესაბამის და შეფასების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და შესაბამის რესურსებს;

ბ) იყოს დამოუკიდებელი როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად;

გ) არ  უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ლიკვიდაციის პროცესში მყოფ  პროვაიდერთან, ეროვნული ბანკთან ამ მუხლის მე-11-მე-14 პუნქტების შესაბამისად.

5. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებისა და შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდატორი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ კანდიდატზე, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი უარის თქმის შემთხვევაში, ლიკვიდატორი ხელახლა შეარჩევს სხვა კანდიდატს და კვლავ წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად.

6. ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელ აუდიტორს განესაზღვრება:

ა) შეფასების განხორციელების ვადა;

ბ) კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

გ) შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, საჭიროებისამებრ.

7. შეფასების განხორციელების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროვაიდერის ზომისა და კომპლექსურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეფასების დეტალურობის საჭიროების გათვალისწინებით.

8. შეფასების განხორციელებისას დამოუკიდებელი აუდიტორი:

ა) არ უნდა დაექვემდებაროს ინსტრუქციებსა და მითითებებს პროვაიდერისგან და ეროვნული ბანკისგან;

ბ) არ უნდა მიიღოს ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი პროვაიდერისგან და ეროვნული ბანკისგან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ისეთი ინსტრუქციებზე, მითითებებზე, ტექნიკური აღჭურვილობის ან მხარდაჭერის სხვა ფორმების მიღებაზე, რომელიც ლიკვიდატორის შეფასებით, საჭიროა შეფასების მიზნებისთვის;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანაზღაურებისა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვაზე.

10. აუდიტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან, რაც გულისხმობს შემდეგს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში, დამოუკიდებელი აუდიტორი არ უნდა იყოს  პროვაიდერის ან ეროვნული ბანკის თანამშრომელი/დაკავშირებული პირი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, იგი არ უნდა იყოს პროვაიდერთან დაკავშირებული პირი.

11.  დამოუკიდებელ აუდიტორს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი პროვაიდერთან და ეროვნულ ბანკთან.

12. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს:

ა) პროვაიდერის ადმინისტრატორები;

ბ) პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან სხვაგვარად მაკონტროლებელი პირები;

გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული პროვაიდერის მნიშვნელოვანი კრედიტორები.

13. არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა:

ა)  დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება პროვაიდერისთვის ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისთვის რელევანტურ საკითხებთან; ამასთან, მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ პირმა, შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის, განახორციელა  პროვაიდერის აუდიტორული შეფასება;

ბ) პირადი („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი) ან პროფესიული ურთიერთობა დამოუკიდებელ აუდიტორსა და პროვაიდერს ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულ პირებს შორის;

გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა  პროვაიდერის მიმართ, დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან;

დ) სხვა გარემოება, თუ ლიკვიდატორის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა.

14. თუ აუდიტორი იურიდიული პირია,  ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია აუდიტორის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში.

15. პირი, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ აუდიტორად, ვალდებულია:

ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ლიკვიდატორს, ხოლო ლიკვიდატორმა თავის მხრივ ეროვნულ ბანკს ნებისმიერი შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ;

გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული არსებითი ინტერესთა კონფლიქტი.

16. ამ მუხლის მოთხოვნები დაცული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება პროვაიდერის აქტივების და ვალდებულებების აუდიტორული შეფასება.“;

ბ)  დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა
📎 დანართები (1)
ეროვნული ბანკი დანართი.docx

დანართი №2

დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასების კითხვარი

I. აუდიტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები

ა) ფიზიკური პირი

სახელი

 

გვარი
დაბადების თარიღი
ფაქტობრივი მისამართი
იურიდიული მისამართი
მოქალაქეობა (რეზიდენტობა)
პირადობის ნომერი/პასპორტის ნომერი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა

 

ბ) იურიდიული პირი

დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი
რეგისტრაციის ადგილი
სათავო ოფისის მისამართი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა

 

II. აუდიტორის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რესურსები

ა) გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კვალიფიკაცია და გამოცდილება (აუდიტორული საქმიანობისათვის რელევანტური). იურიდიული პირის შემთხვევაში, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ კომპანიის სარეიტინგო შეფასება (არსებობის შემთხვევაში), ბოლო რეიტინგის მინიჭების თარიღი და სარეიტინგო კომპანიის დასახელება;
 
ბ) გთხოვთ, მიუთითოთ ინფორმაცია აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსების შესახებ (ადამიანური და ტექნიკური რესურსი).

III. სტრუქტურული დამოუკიდებლობა

 

ა)

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხართ თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთანამშრომელი/დაკავშირებული პირი?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ხართ თუ არა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული პირი?

□ 

კი

□ 

არა

 „კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

IV. არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი

 

ა)

განახორციელეთ თუ არა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აუდიტორული შემოწმება მიმდინარე წლის წინა საანგარიშო წლისთვის?

 

 

 კი

 არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

 

ბ)

გქონიათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა სახის პროფესიული ან სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/მის ადმინისტრატორთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან, მაკონტროლებელ პირებთან ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვან კრედიტორებთან?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

გ)

გაქვთ ან გქონდათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში რაიმე სახის პირადი ურთიერთობა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორებთან? ასევე პირ(ებ)თან, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ფლობს მნიშვნელოვან წილს, წარმოადგენენ მაკონტროლებელ პირებს ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვან კრედიტორებს?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

დ) 

 

გაქვთ თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არსებითი ფინანსური ინტერესი (მაგალითად, როგორიცაა, საკუთრება, ინვესტიცია, სესხი, მნიშვნელოვანი ტრანზაქცია) ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან?

 

□ 

კი

არა

 

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ფინანსური ინტერესის დეტალები

ე)

 

 

არსებობს თუ არა რაიმე სხვა გარემოება, რომელიც არ არის წინამდებარე კითხვარში მოცემული, მაგრამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს აუდიტორის დამოუკიდებლობაზე?

 

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (როგორიცაა, ურთიერთობის ბუნება, პერიოდი და ა.შ.)

 

დამოუკიდებელი აუდიტორი ადასტურებს, რომ:

 

კითხვარში მითითებული ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი.

ის უზრუნველყოფს ნებისმიერი მიმდინარე ან პოტენციური არსებითი ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას და არსებობის შემთხვევაში ლიკვიდატორის დაუყოვნებლივ ინფორმირებას.

 

______________________________________________________________

ხელმოწერა თარიღი