„გარდამავალ ეტაპზე ელექტროენერგეტიკული სექტორის სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.22.025.009.033
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 08/08/2006
matsne.gov.ge 1,476 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„გარდამავალ ეტაპზე ელექტროენერგეტიკული სექტორის სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.22.025.009.039 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №68 2006 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი „გარდამავალ ეტაპზე ელექტროენერგეტიკული სექტორის სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი წესის“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივნისის №3190-Iს დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „გარდამავალ ეტაპზე ელექტროენერგეტიკული სექტორის სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი წესი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გილაური გარდამავალ ეტაპზე ელექტროენერგეტიკული სექტორის სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო და მიზანი წინამდებარე წესების მიზანია მოაწესრიგოს ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა გარდამავალ ეტაპზე (ელექტროენერგიის სიმძლავრის) ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში.     მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ დოკუმენტში მოცემულ სხვა ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება: ა) „ანგარიშსწორების პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე; ბ) „გარდამავალი ეტაპი“ – პერიოდი ამ წესების ძალაში შესვლიდან მის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღემდე; გ) „სარეზერვო სიმძლავრე“ – ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში გამოუყენებელი სიმძლავრე, რომელსაც გააჩნია „ელექტროენერგიის ამ წესებით განსაზღვრული სტრუქტურა, სიდიდე და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი და რომელიც შესყიდულია კვალიფიციური საწარმოს მიერ თავისი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით; დ) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია, სიმძლავრე, რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება; ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (სისტემის კომერციული ოპერატორი) – კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნების (ფაქტობრობრივი და საპროგნოზო) დაკმაყოფილების (დაბალანსების) უზრუნველყოფის მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიას და სარეზერვო სიმძლავრეს. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს მხოლოდ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას; ვ) კვალიფიციური საწარმო – წარმოების და განაწილების ლიცენზიატი, მომხმარებელი, რომელსაც გაფორმებული აქვს ამ წესებში მითითებული ელექტროენერგიის (მათ შორის საბალანსოსი) და სარეზერვო სიმძალვრის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულებები, იმპორტიორო, ექსპორტიორი, სისტემის კომერციული ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში; ზ) პირდაპირი ხელშეკრულება – „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები შესასყიდ ელექტროენერგიასა და სიმძლავრეზე, სათანადო წესით რეგისტრირებულია ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ და ძალაში შედის არა უადრეს 2006 წლის 1 სექტემბრისა. პირდაპირი ხელშეკრულება ასევე ეწოდება გადაცემის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან კვალიფიციური საწარმოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას ელექტროენერგიის (სიმძალვრის) გადაცემა ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების მიღებაზე. თავი II ელექტროენერგეტიკული ბაზრის ურთიერთობის ახალ მოდელზე გადასვლის მომზადება     მუხლი 3🔗. ელექტროენერგიის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება და რეგისტრაცია 1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან ელექტროენერგიის (სიმზალვრის) ბალანსების დამტკიცებიდან 1 თვეში გააფორმონ პირდაპირი ხელშეკრულებები. 2. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცებიდან 1 თვეში გააფორმონ პირდაპირი ხელშეკრულებები გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ყველა ლიცენზიატთან ელექტროენერგიის (სიმძალვრის) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების მიღებაზე. ელექტროენერგიის (სიმძალვრის) გადაცემის მომსახურების მიღებაზე პირდაპირი ხელშეკრულება უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ გაფორმებისთანავე. 3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არეგისტრირებს ამ ხელშეკრულებებს შესაბამის ნუსხაში 2006 წლის 1 სექტემბრამდე და 5 დღის ვადაში უგზავნის ამ ინფორმაციას სისტემის კომერციულ ოპერატორს, სამინისტროსა და კომისიას. 4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია არ გაატაროს ხელშეკრულება შესაბამის ნუსხაში, თუ: ა) დარღვეულია ხელშეკრულების წარმოდგენის ვადები; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას; გ) ხელშეკრულება ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2006 წლის 1 სექტემბრამდე; დ) ხელშეკრულების რომელიმე მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატზე; ე) ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო, აგრეთვე მოხმარების/მიწოდების ყოველსაათობრივი საპროგნოზო გრაფიკები; ვ) თუ შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის გაფორმებული და წარმოდგენილი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების ნასყიდობაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ხარვეზის არსებობისას, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების ორივე მხარეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ. ამავე დროს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაწვრილებით აღუწერს მხარეებს, თუ რა არის ხარვეზის არსი და უთითებს მათი გამოსწორების გზებს. 6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ითვლება დარეგისტრირებულად. 7. კვალიფიციური საწარმოები, რომელთა პირდაპირი ხელშეკრულებაც (მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიაზე) არ გატარდა რეგისტრაციაში 2006 წლის 1 სექტემბრამდე, ახალი ხელშეკრულების რეგისტრაციამდე ელექტროენერგიის ნასყიდობას (მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის) ახორციელებენ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით, ამ უკანასკნელის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული ხელშეკრულების სტანდარტულ პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან უნდა დარეგისტრირდეს 2006 წლის 1 სექტემბრამდე ამ მუხლით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეზერვის უზრუნველყოფა პირდაპირი ხელშეკრულებით 1. კვალიფიციური საწარმოები ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცებიდან 1 თვეში ვალდებულნი არიან წარუდგინონ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს პირდაპირი ხელშეკრულებები სარეზერვო სიმძლავრეზე, რომელიც შეადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების მიხედვით ამ კვალიფიციური საწარმოს მოხმარების მინიმუმ ათ პროცენტს. 2. კვალიფიციური საწარმოები თავის სარეზერვო სიმძლავრეს უზრუნველყოფენ: ა) საკუთარი წარმოების საშუალებებით; ბ) პირდაპირი ხელშეკრულებებით; გ) სისტემის კომერციული ოპერატორისაგან. 3. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო საკუთარ სარეზერვო სიმძლავრეს იკმაყოფილებს საკუთარი წარმოების საშუალებებით, იგი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის ბალანსების დამტკიცებიდან ერთ თვეში. 4. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო ვერ გააფორმებს პირდაპირ ხელშეკრულებას სარეზერვო სიმძლავრეზე, მაშინ სარეზერვო სიმძლავრის ნასყიდობას ახორციელებენ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით, ამ უკანასკნელის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული ხელშეკრულების სტანდარტულ პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები სარეზერვო სიმძლავრეზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან უნდა დარეგისტრირდეს 2006 წლის 1 სექტემბრამდე ამ მუხლით დადგენილი წესით. 5. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო სრულად ან ნაწილობრივ ვერ უზრუნველყოფს სარეზერვო სიმძლავრეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისიწინებული წყაროებიდან, მაშინ იგი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს 2006 წლის 15 აგვისტომდე.     მუხლი 5🔗. პირდაპირი ხელშეკრულების ფორმა ამ წესებში ხსენებული ყველა პირდაპირი ხელშეკრულებები იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.     მუხლი 6🔗. მომხმარებელი 1. მომხმარებელი, რომელსაც სურს გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესყიდვაზე, უნდა წარმოადგინოს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, რომელიც დადებულია არანაკლებ 30 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვაზე და, ამავე დროს, 2004-2005 წლებში მის მიერ ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება არ უნდა იყოს 30 მლნ. კვტ. სთ.-ზე ნაკლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულების წარმოდგენასთან ერთად მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ამ წესების მე-18 მუხლში აღნიშნული ხელშეკრულებები. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების რეგისტრაციის შემდეგ ეს მომხმარებელი სარგებლობს კვალიფიციური საწარმოს ყველა უფლება-მოვალეობით. თავი III დერეგულირება     მუხლი 7🔗. ზოგიერთი კატეგორიის მცირე ელექტროსადგურის დერეგულირება 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 1 სექტემბრიდან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებზე განხორციელდეს დერეგულირება. 2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებმა, პირველ პუნქტში აღნიშნულ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმონ მათთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარებაზე.