“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 03.08.2006
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/254
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.035
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 08/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitMtavrPS;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.035
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/254
2006 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის №391 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის
დებულება
მუხლი 1🔗. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი
1. გორის ქალთა კამერული გუნდი (შემდგომში – გუნდი), წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და დადგენილი წესების დაცვით მოქმედ შემოქმედებით - საკონცერტო დაწესებულებას.
2. „გუნდის“ საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“, ხელოვნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ეს დებულება.
3. გუნდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. „გუნდი“ საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
5. „გუნდის“ მისამართია: გორი, სამეფოს ქ. №17, ტელეფონები: 74905; 73210.
მუხლი 2🔗. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
„გუნდის“ ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ეროვნული და მსოფლიო პროფესიული საგუნდო მუსიკალური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა;
ბ) თანამედროვე ქართული საგუნდო მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება;
გ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება.
მუხლი 3🔗. „გუნდის“ უფლება-მოვალეობანი
1. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად „გუნდი“ უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) მონაწილეობა მიიღოს და/ან თავად მოაწყოს მუსიკალური საქველმოქმედო აქციები, მათ შორის კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის აქციებში, დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები;
დ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოქმედებითი მოღვაწეობის, რეპერტუარის შერჩევისა და მისი საჯაროდ შესრულების, ნებისმიერი სარეკლამო მასალის (ბუკლეტები, აფიშები, პროგრამები და ა.შ.), პუბლიკაციისა და სხვა ანალოგიური საქმიანობის თავისუფლებას;
ე) დააამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან თავისი პროფილის დიდი ფორმის საგუნდო ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად;
ვ) აწარმოოს ჩაწერები კომპაქტდისკებზე, აუდიო-ვიდეო კასეტებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეოფილმები, კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ზ) გახდეს თავისი პროფილის ეროვნული და საერთაშორისო შემოქმედებითი ორგანიზაციების (კავშირები, ასოციაციები, საზოგადოებები და ა.შ.) წევრი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტები, თავისი სახელით დადოს გარიგებები საქართველოსა და უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, სპონსორებთან;
ი) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ორგანიზაციის ეკონომიკური პროგრამა, შემოქმედებითი მიზნების განხორციელებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად დაადგინოს თავის კონცერტებზე და სხვა სახის ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება;
კ) ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი და სასწავლო ჯგუფები;
ლ) შეიმუშაოს „გუნდის“ შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გუნდს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება „გუნდის“ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება „გუნდის“ ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 4🔗. „გუნდის“ მართვა
1. „გუნდის“ მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
2. „გუნდის“ დირექტორი:
ა) მინდობილობის გარეშე წარმოადგენენ „გუნდს“ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და პერსონალურად აგებეს პასუხს გუნდის საქმიანობის სწორად წარმართვაზე და „გუნდის“ საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში აფორმებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
გ) გასცემს მინდობილობებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
დ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს „გუნდის“ შრომით ურთიერთობებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს „გუნდის“ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან, ხოლო მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით – გუნდის შემოქმედებით მუშაკებთან; იცავს მათ უფლებებს; კანონის ფარგლებში მუშაკთა მიმართ იღებს დისციპლინარულ და წამახალისებელ ზომებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს „გუნდის“ სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, კანონის შესაბამისად ახორციელებს „გუნდის“ ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას;
ვ) შეიმუშავებს „გუნდის“ შინაგანაწესს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
3. გუნდის“ შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს მთავარი დირიჟორი, რომელსაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „გუნდის“ დირექტორი.
4. „გუნდის“ მთავარი დირიჟორი:
ა) აყალიბებს შემოქმედებით კოლექტივს.
ბ) განსაზღვრავს გუნდის მიმდინარე და პერსპექტიულ რეპერტუარს, სამუშაო გეგმას – საკონცერტო გამოსვლების, ჩაწერებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განრიგსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებას;
გ) უზრუნველყოფს „გუნდის“ მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს, პასუხისმგებელია მისი საშემსრულებლო მოღვაწეობის შედეგებზე;
დ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს სოლისტ შემსრულებელთან და კომპოზიტორებთან;
ე) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დროებით ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 5🔗. „გუნდის“ ქონება
„გუნდი“ დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც გუნდის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 6🔗. „გუნდის“ ფინანსური სახსრები
1. „გუნდის“ ფინანსური სახსრებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) მოწყობილი ღონისძიებიდან მიღებული სახსრები;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების, შემოქმედებითი შეკვეთებისა და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
ე) საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს და უცხოეთის ფიზიკური და იურიდიულ პირთა მიერ გადმოცემული ქონება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. „გუნდი“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება. შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად.
2. „გუნდის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. გუნდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზაშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2 .„გუნდის“ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო.
3. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად „გუნდი“ უფლებამოსილია მაკონტროლებელი ორგანოს ქმედება გაასაჩივროს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან სასამართლოში.
მუხლი 9🔗. „გუნდის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
„გუნდის“ რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.