,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №222
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №55, მუხ. 469) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ამტკიცებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმას და მისი გაცემის წესს;“.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელოვნებო და სასპორტო განათლების, წიგნისა და საბიბლიოთეკო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა დარგების განვითარების სტრატეგიის საფუძველზე; სახელოვნებო და სასპორტო სკოლების, საშუალო და უმაღლესი პროფესიული სასწავლებლებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა; სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო სტანდარტების შემუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და სისტემატიზაცია; საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა, პედაგოგიური და საბიბლიოთეკო კადრების ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუშავება, აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; ბიბლიოთეკების ფონდებისა და კოლექციების დაცვის, მათი შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის განაწილება და „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონებით სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში მონაწილეობა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 12.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №222. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.001.167.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №222, 12.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.167 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6580/