ინფორმატიზაციის დარგში რესპუბლიკური საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ

მიღების თარიღი 15.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №875
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000223 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 41, 29/11/1991
488 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმატიზაციის დარგში რესპუბლიკური საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №875 1991 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი ინფორმატიზაციის დარგში რესპუბლიკური საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის საზოგადოებრიობის ინფორმირების პროცესის მართვის სრულყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს წინადადება ინფორმატიზაციის დარგში რესპუბლიკური საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ. 2. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებად ჩაითვალოს: - ინფორმატიზაციის დარგში კონცეპტუალური, ნორმატიული და იურიდიულ-საკანონმდებლო დოკუმენტების პროექტების შემუშავების, განხილვისა და რეალიზაციის თაობაზე რეკომენდაციების მომზადება; - საზოგადოების ინფორმატიზაციის საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება; - ინფორმატიზაციის დარგში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესასრულებლად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილების თაობაზე წინადადებათა განხილვა. 3. დამტკიცდეს საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედი ინფორმატიზაციის დარგში რესპუბლიკური საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული ორგანიზაციული სტრუქტურა და ხელმძღვანელობის პერსონალური შემადგენლობა. 4. დაევალოთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებსა და სექციათა ხელმძღვანელებს ერთი თვის ვადაში დაამტკიცონ საკოორდინაციო საბჭოს სექციების დებულებანი, პერსონალური შემადგენლობა და 1991-1992 წლების სამუშაო პროგრამები. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                            ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                          ა. ლანდია ინფორმატიზაციის დარგში რესპუბლიკური საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობა ინფორმატიზაციის ნორმატიული და საკანონმდებლო პრობლემების სექცია ეკონომიკასა და მართვაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სექცია ინფორმატიკის ტექნიკურ საშუალებათა განვითარების სექცია ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის გაცვლის ორგანიზაციის სექცია სწავლებისა და კადრების მომზადების პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სექცია პროგრამულ საშუალებათა განვითარების სექცია. ინფორმატიზაციის დარგში რესპუბლიკური საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობა ბ. გუგუშვილი – საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი); ი. ჟორდანია – საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის (საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე); ი. ფრანგიშვილი – აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე); გ. აბდუშელიშვილი – საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრი ფ. ტყებუჩავა – საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრი; გ. ნაკაიძე – საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრის პირველი მოადგილე; ი. გოგიძე – საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (ინფორმატიზაციის ნორმატიული და საკანონმდებლო პრობლემების სექციის ხელმძღვანელი); ო. კაკაურიძე – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი (ეკონომიკასა და მართვაში ახალი ინფორმირებული ტექნოლოგიების გამოყენების სექციის ხელმძღვანელი); მ. სალუქვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი; გ. ჩოგოვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის რექტორი; მ. წულაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (პროგრამულ საშუალებათა განვითარების სექციის ხელმძღვანელი); დ. ცისკარიძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე; ვ. ავალიანი  – სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვას“ გენერალური დირექტორი (ინფორმატიკის ტექნიკურ საშუალებათა განვითარების სექციის ხელმძღვანელი); ნ. კახიშვილი – (სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ გენერალური დირექტორი; ლ. გიგინეიშვილი – ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის დირექტორი (ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის გაცვლის ორგანიზაციის სექციის ხელმძღვანელი); გ. გედევანიშვილი – საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; გ. გვარამია – საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სამეცნიერო-სასწავლო-საწარმოო გაერთიანება „ინფორმატიკის“ გენერალური დირექტორი (სწავლებისა და კადრების მომზადების პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების სექციის ხელმძღვანელი); ი. ფაილოძე – საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დარგობრივი გამოთვლითი ცენტრის დირექტორი; ზ. მათიკაშვილი  – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კონსულტანტი; ა. აბრამიშვილი – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის საერთო განყოფილების სექტორის გამგე; კ. დოკვაძე – საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს სამმართველოს უფროსი.