“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 04.08.2006
ძალის დაკარგვა 01.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №215/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.009.042
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 07/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.009.042
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №215/ნ
2006 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ქ. თბილისის სამმართველო;
ბ) აჭარა-გურიის სამმართველო;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;
დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილება;
ე) სამცხე-ჯავახეთის განყოფილება;
ვ) ქვემო ქართლის განყოფილება;
ზ) შიდა ქართლის განყოფილება;
თ) მცხეთა-მთიანეთის განყოფილება;
ი) იმერეთის განყოფილება:
კ) კახეთის განყოფილება;
ლ) რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის განყოფილება.
2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, დეპარტამენტის უფროსის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
3. ტერიტორიულ ორგანოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ანგარიში ხაზინაში.
4. ტერიტორიული ორგანო ფლობს და სარგებლობს სახელმწიფო ქონებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ტერიტორიული ორგანო ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს მიზანი და საქმიანობის საგანი
1. ტერიტორიული ორგანოს ძირითადი ამოცანა და საქმიანობის საგანია შესაბამის ტერიტორიაზე დეპარტამენტის მიერ ვეტერანთა სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ადგილზე განხორციელების უზრუნველყოფა.
2. ტერიტორიული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების უკეთ განხორციელების მიზნით.
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლება-მოვალეობანი
1. ტერიტორიული ორგანო შესაბამის ტერიტორიაზე ვეტერანთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ვეტერანების შესახებ საქართველოში მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესრულების სისტემატური ანალიზი, კანონების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) შეისწავლოს ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზები, მიიღოს ზომები მათი აღმოფხვრისათვის;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს საკითხები, წინადადებები, მასალები, მოახსენოს მათ შესახებ დეპარტამენტს და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს;
დ) შესაბამის ტერიტორიაზე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალურ-საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების პერიოდულად შესწავლა და სისტემური ზრუნვა მათ გასაუმჯობესებლად;
ე) პროგრამების ფარგლებში ვეტერანთა შრომითი დასაქმების, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა.
2. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია:
ა) შეასრულოს დეპარტამენტის უფროსის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული დავალებანი და მათი შესრულების შესახებ წარუდგინოს ინფორმაცია დეპარტამენტის ხელმძღვანელობას:
ბ) საქმიანობა წარმართოს საზოგადოებისა და მასმედიისათვის გამჭვირვალედ და არ დაუშვას კონფიდენციალური და დაუზუსტებელი ინფორმაციის გადინება;
გ) სამოქმედო ტერიტორიაზე მოახდინოს ვეტერანთა აღრიცხვიანობა და ანკეტები თანდართული მასალებით წარუდგინოს დეპარტამენტს;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად მოახდინოს ვეტერანის მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
ე) კონსულტაცია გაუწიოს ვეტერანებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს მართვა
1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ტერიტორიული ორგანოს უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.
2. ტერიტორიულ ორგანოს ჰყავს უფროსის მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურას დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის უფროსი.
5. ტერიტორიული ორგანოს უფროსის სამუშაოზე არყოფნის პერიოდში უფროსის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებითა და ტერიტორიული ორგანოს უფროსის დავალებით ასრულებს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება
ტერიტორიული ორგანო თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე.
მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ეკონომიკური ურთიერთობანი
ტერიტორიული ორგანოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.