ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი პირველი ობჩა), სოფელ I ობჩაში I-ლი ქუჩისათვის „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“ სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2025
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016012
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/07/2025
315 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში 28-ე ქუჩისათვის გიორგი გეწაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.02.2023 ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 30.07.2025 ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის „მთავარანგელოზის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 26.04.2024 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 21.01.2021 ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 21-ე ქუჩის გაყოფის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი პირველი ობჩა), სოფელ I ობჩაში I-ლი ქუჩისათვის „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“ სახელის მინიჭების შესახებ                   ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   №17 2025 წლის 25 ივლისი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი პირველი ობჩა), სოფელ I ობჩაში  I-ლი ქუჩისათვის  „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“  სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების (ამონაწერი სხდომის ოქმის №46) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №160 განკარგულებაში  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის  ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ პირველ ობჩაში (საკადასტრო კოდი 30.08.00.000) მდებარე I (პირველ)  ქუჩას მიენიჭოს „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“  სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის). 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა). 3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                    ნოდარ გიორგიძე