წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №84 |
|
2025 წლის 25 ივლისი ქ. წყალტუბო |
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებულ მე-2 ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ჰანრი ჭეიშვილის სახელი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).
2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.
3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.
4. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი