„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №46 |
|
2025 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-10 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას ინფორმაცია:
ზ1.ა) თუ ეჭვი გაუჩნდა იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე;
ზ1.ბ) თუ მოსათავსებელი/მოთავსებული პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.”.
2. მე-17 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ვალდებულია წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:
ს.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;
ს.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;
ს.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“.
3. მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას და იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:
ე.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;
ე.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;
ე.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 130070000.63.075.016175.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №46, 25.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016175 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6583042/