საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების სამმართველოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმების შესახებ

მიღების თარიღი 21.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №803
სარეგისტრაციო კოდი 000090020.0.0.000212
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
127 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების სამმართველოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №803 1991 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების სამმართველოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 12 აპრილის დადგენილებით საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის სტრუქტურაშიც გათვალისწინებულია ფასეულობათა ზედამხედველობისა და დახასიათების განყოფილების ფუნქციონირება, გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების სამმართველოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია. აღნიშნული ინსპექციის ქონება (ძირითადი საშუალებები, მოწყობილობა, ხელსაწყოები, მასალები, ინვენტარი, აღჭურვილობა და სხვა), რომლის საერთო ღირებულება 61540 მანეთია, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ განძსაცავს. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                ბ. გუგუშვილი მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                  ა. ლანდია