საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №771
სარეგისტრაციო კოდი 000200020.0.0.000209
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
153 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №771 1991 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკაში საბაზრო სტრუქტურების ჩამოყალიბების, სამარკეტინგო საქმიანობის გაშლის, ბაზრის კომპლექსური გამოკვლევისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს თხოვნა და შეიქმნას სამინისტროსთან სამეურნეო ანგარიშზე მოქმედი მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრ კავშირის ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახალხო მოხმარების საქონელზე მოსახლეობის მოთხოვნისა და ვაჭრობის კონიუნქტურის შემსწავლელი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე. 2. მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა წარიმართოს მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების, სამომხმარებლო ბაზრის ფორმირებისა და რეგულირების მეცნიერულ-ინფორმაციული უზრუნველყოფის, აგრეთვე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების, მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების წყაროების გამოკვლევისა და სხვა ღონისძიებათა და რეკომენდაციათა შემუშავებისათვის. 3. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდეს სახელშეკრულებო ურთიერთობათა საფუძველზე. 4. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ დაამტკიცოს მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                             ა. ლანდია