საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დიპლომატიური კორპუსისა და უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების მთავარი სამმართველოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 31.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №754
სარეგისტრაციო კოდი 000430020.0.0.000204
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დიპლომატიური კორპუსისა და უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების მთავარი სამმართველოს შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №754
1991 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დიპლომატიური კორპუსისა და უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების მთავარი სამმართველოს შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. საზღვარგარეთის ქვეყნებთან, აგრეთვე სუვერენულ რესპუბლიკებთან პირდაპირი დიპლომატიური და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პროცესისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამეურნეო ანგარიშზე დიპლომატიური კორპუსისა და უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების მთავარი სამმართველო ამავე სამინისტროსთან არსებული საწარმოო-კომერციული სამმართველოს ბაზაზე.
2. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი კვირის ვადაში დაამტკიცოს დიპლომატიური კორპუსისა და უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი ა. ლანდია