მცხეთის, ბორჯომისა და თეთრი წყაროს რაიონებში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 03.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №761
სარეგისტრაციო კოდი 000150020.0.0.000205
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის, ბორჯომისა და თეთრი წყაროს რაიონებში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №761
1991 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მცხეთის, ბორჯომისა და თეთრი წყაროს რაიონებში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დამტკიცდეს მცხეთის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 27 აგვისტოს №104 განკარგულება, ბორჯომის რაიონის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 8 აგვისტოს №31 გადაწყვეტილება, თეთრი წყაროს პრეფექტურის 1991 წლის 2 სექტემბრის №43 განკარგულება და ამის შესაბამისად გამოეყოთ:
1. მცხეთის რაიონის დიღმის მერძევეობა-მებოსტნეობის საზოგადოებრივი მეურნეობის მიწებიდან 0,10 ჰექტარი საძოვარი (სოფელ ლისში) - ამავე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ავარიულ სახლში მცხოვრები ერთი ოჯახის დასაკმაყოფილებლად.
2. ბორჯომის რაიონის ყვიბისის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,15 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი დამეწყრილი კომლის დასაკმაყოფილებლად.
3. თეთრი წყაროს რაიონის ვაშლოვანის მეცხოველეობის საზოგადოებრივი მეურნეობის მიწებიდან 0,25 ჰექტარი სახნავი - ამავე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში რსფსრ-დან დაბრუნებული ერთი ოჯახის დასაკმაყოფილებლად.
4. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში მცხეთის, ბორჯომისა და თეთრი წყაროს რაიონების პრეფექტურებმა აცნობონ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი ა. ლანდია