დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №58 |
|
2025 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი |
|
ა) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, რეკომენდაციის შემუშავება და გავრცელება (მიწოდება);
ბ) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არსებული და პოტენციური საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების განსაზღვრა-გამოვლენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის არსებობის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლებისათვის შესაბამისი შეფასებების და წინადადებების მიწოდება;
დ) უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვისათვის ხელშეწყობის მიზნით, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სპეციალური ან/და აქტიური სადაზვერვო ღონისძიებების განხორციელება;
ე) საზღვარგარეთის პირობებში საკუთარი ძალების, საშუალებებისა და ოპერაციების, ასევე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების და მათი საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება.
ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამის, სადაზვერვო საქმიანობის პრიორიტეტებისა და ამოცანების საფუძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;
ბ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში უზრუნველყოფს აუცილებელი ქვედანაყოფების, აგრეთვე სპეციალური მომზადების, სამეცნიერო-კვლევით, სამედიცინო-პროფილაქტიკური და სხვა პროფილის დაწესებულებების შექმნას;
გ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;
დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, მოქალაქეობის არმქონე პირებთან, ქმნის სადაზვერვო პოზიციებს;
ე) სააგენტოში არსებულ, აგრეთვე, ყველა წყაროდან მოპოვებული/მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ქმნის საბოლოო სადაზვერვო ინფორმაციას (სადაზვერვო პროდუქტს);
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენის, აგრეთვე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში;
ზ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;
თ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც საკუთარ ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესეულებებში;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. თავისი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების, საინფორმაციო მონაცემთა ბაზების, საკუთარი დოკუმენტაციის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;
ლ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;
მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის და/ან იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ო) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფრვას, მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;
პ) საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) დებს შესაბამის შეთანხმებებს, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე;
ჟ) შეიმუშავებს სააგენტოს წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტებს;
რ) გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) წარმოადგენს სააგენტოს და ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;
გ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის;
დ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;
ე) პასუხისმგებელია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
ვ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მოსამსახურეთა რიცხოვნობასა და საშტატო ნუსხას დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ზ) სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ბრძანებებს, ასევე კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
თ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს;
ი) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს;
კ) დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
მ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მისავლენად წარადგენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს;
ნ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების, მათი პერსონალის, საქმიანობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მიზნით მისავლენად წარადგენს უსაფრთხოების ოფიცერს;
ო) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სადაზვერვო საქმიანობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებში ნიშნავს დაზვერვის ოფიცერს;
პ) აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს;
ჟ) ხელმძღვანელობს სააგენტოს სამობილიზაციო მზადყოფნას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
რ) სააგენტოს მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღს, აგრეთვე სხვა სპეციალურ საშუალებებს;
ტ) სამსახურის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
უ) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სააგენტოს მოსამსახურეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;
ფ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
ქ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სააგენტოს მოსამსახურეებს;
ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ასაჩუქრებს და/ან აჯილდოებს პირებს სააგენტოს წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტიური დახმარებისათვის;
ყ) სააგენტოს უწყებრივი მედლების ფორმასა და მედლებით დაჯილდოების წესს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;
შ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ჩ) ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააგენტოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, თუ სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით აღნიშნული მოვალეობის შესრულება არ დაეკისრა სააგენტოს უფროსის სხვა მოადგილეს.
ა) ოპერატიული დირექტორატი – უზრუნველყოფს, სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო დავალებებისა და გეგმების შესაბამისად, სადაზვერვო-ოპერატიული და საგარეო კონტრდაზვერვით ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებას, სპეციალური ან/და აქტიური ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) ანალიტიკური დირექტორატი – ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, პოტენციური საგარეო საფრთხეების პროგნოზირებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, მონაწილეობს სადაზვერვო საქმიანობის დაგეგმვის პროცესში, აგრეთვე სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;
გ) უსაფრთხოების დირექტორატი − უზრუნველყოფს სააგენტოს საკუთარ უსაფრთხოებას, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შემოწმებასა და ინსპექტირებას, ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას და მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;
დ) ადმინისტრაციული დირექტორატი − ახორციელებს სააგენტოს საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო-სამეურნეო, მატერიალურ უზრუნველყოფას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, საპროტოკოლო ღონისძიებებს, სააგენტოს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას, უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვასა და საარქივო წარმოებას, მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;
ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი) – ახორციელებს სააგენტოს, სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;
ვ) ტექნიკური დაზვერვის დირექტორატი – უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შეიმუშავებს და ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებებს როგორც სააგენტოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში, მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში.