“უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 07.08.2006
ძალის დაკარგვა 28.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-145
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.009.050
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 07/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo L";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:"Geo L","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.55pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.009.050
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანება №2-145
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების თანდართული წესები და პროცედურები.
2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესები და პროცედურები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესები და პროცედურები“ შემუშავებულია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და იგი ადგენს სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე კონტროლის განმახორციელებელ მოხელეთა უფლებამოსილებების განხორციელების წესებსა და პროცედურებს.
2. უფლებამოსილი მოხელის უფლებები შემოფარგლულია მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების (შემდგომში – სამსახური) კომპეტენციით.
მუხლი 2🔗. უფლებამოსილების მინიჭება
1. სამსახური უფლებამოსილ მოხელეზე მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადით გასცემს უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას და საიდენტიფიკაციო ნომერს.
2. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების უფროსები, ბრძანებით ანიჭებს უფლებამოსილებას მოხელეს, რათა მან განახორციელოს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული გეგმური ინსპექტირება, მასზე დაკისრებული ფუნქციები და მოვალეობები.
3. არაგეგმური ინსპექტირების შემთხვევაში სამსახურის საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსს უფლება ენიჭება ლაბორატორიული გამოცდის ოქმის საფუძველზე ან საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი მოხელე განახორციელებს არაგეგმურ ინსპექტირებას.
4. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება მწარმოებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 3🔗. უფლებამოსილი მოხელის უფლებამოსილებები
1. უფლებამოსილ მოხელეს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს უფლებამოსილებაში განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტში;
ბ) განახორციელოს ინსპექტირება;
გ) დადგენილი წესით აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული გამოცდისათვის;
დ) გამოითხოვოს სარეგისტრაციო წიგნი, დოკუმენტი ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ამ ბრძანების განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სურსათის ან ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები;
ე) შეამოწმოს პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ვ) სურსათის ან/და ცხოველის საკვების ლაბორატორიული გამოცდის შედეგების საფუძველზე მოამზადოს შესაბამისი ანგარიში;
ზ) კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
თ) მწარმოებელს/დისტრიბუტორს წაუყენოს მოთხოვნა გამოვლენილი სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დარღვევათა აღმოფხვრისა და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ვადების მითითებით;
ი) მწარმოებელის/დისტრიბუტორის წინაშე დასვას საკითხი დეკრეტირებულ კონტინგენტს მიკუთვნებულ იმ პირთა სამუშაოდან დროებით ჩამოშორების შესახებ, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ან რომლებიც არიან დაავადების გამომწვევის მატარებლები.
2. უფლებამოსილი მოხელე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა სურსათითა და ცხოველის საკვებით განპირობებული ეპიდემიების, ეპიზოოტიებისა და კვებითი მოშხამვების აღმოცენებისა და გავრცელების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე;
გ) იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი და არ გაახმაუროს პირადი, კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოება, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
3. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ან/და მათი ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია აღმოუჩინოს დახმარება უფლებამოსილ მოხელეს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში.
4. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მწარმოებელი/დისტრიბუტორი უფლებამოსილია სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი
1. უფლებამოსილი მოხელე სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ინსპექტირებას ახორციელებს იმ რეგისტრირებულ სურსათის მწარმოებელ საწარმოებში, რომელთაც დადგენილი წესით რეგისტრაცია გაიარეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში და რომელთა ინსპექტირება გათვალისწინებულია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული წლიური პროგრამის შესაბამისად.
2. საფუძვლიანი და დადასტურებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქალაქო ან რაიონული სამმართველოს უფროსი ადგენს შუამდგომლობას საწარმოს შემოწმების თაობაზე, რომელიც წარედგინება სასამართლოს ადგილმდებარეობის მიხედვით და მოსამართლის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს.
3. ინსპექტირებისას უფლებამოსილი მოხელე ამოწმებს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ადგილის, საწარმოს, ოფისების, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობასა და გამოყენების პირობებს;
ბ) ნედლეულს, ინგრედიენტებს, ნახევარფაბრიკატებს, ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად, საბოლოო სასურსათო პროდუქტსა და ცხოველის საკვებს, მასალებსა და საგნებს, რომლებიც კონტაქტში შედის სურსათთან;
გ) სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ სურსათისა და ცხოველის საკვების მწარმოებლები/დისტრიბუტორები თავიანთი ბიზნესის წარმოებისას;
დ) სურსათის ან ცხოველის საკვების ეტიკეტირებას.
4. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი მოხელე ადგენს ინსპექტირების განხორციელების აქტს (საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ინსპექტირების განხორციელების წესებისა და პროცედურების“ დანართი №1).
5. ინსპექტირების განხორციელების აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) საწარმოს დასახელება, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;
ბ) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი;
გ) შემოწმების დაწყებისა და დასრულების დრო;
დ) აქტის შემდგენი უფლებამოსილი მოხელის (მოხელეების) თანანმდებობა, გვარი, სახელი;
ე) მწარმოებელი/დისტრიბუტორის ან პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი;
ვ) შემოწმების შინაარსი და მისი ჩატარების თანმიმდევრობა;
ზ) შემოწმების განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევები, ფაქტები და გარემოებები;
თ) იმ დარღვევათა ნუსხა, რომელიც ეწინააღმდეგება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონს და აუცილებელი გასატარებელი ღონისძიებები.
6. სურსათის ან ცხოველის საკვების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშის აღების შემთხვევაში უფლებამოსილი მოხელე ადგენს ნიმუშის აღების აქტს („ნიმუშის აღების წესის“ დანართი №1). აქტი დგება სამ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სამსახურში, ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურის ცენტრალურ აპარატს, ხოლო ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მწარმოებელს/დისტრიბუტორს.
7. უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი მიმართვის („ნიმუშის აღების წესის“ დანართი №2) შედგენის შემდეგ ახდენს ლაბორატორიული ნიმუშების დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემას.
8. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი მოხელის მიერ სურსათის ან ცხოველის საკვების მავნებლობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სურსათი/ცხოველის საკვები ექვემდებარება ლაბორატორიულ გამოცდას მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის ან/და განადგურების განსაზღვრის მიზნით.
9. სურსათისა და ცხოველის საკვების ლაბორატორიული გამოცდის შედეგების საფუძველზე უფლებამოსილი მოხელე ამზადებს ანგარიშს, რომლის საფუძველზეც სამსახური გამოსცემს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელშიც აღინიშნება:
ა) სურსათი და ცხოველის საკვები ვარგისია ადამიანთა და ცხოველის საკვებად გამოყენებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე;
ბ) სურსათი და ცხოველის საკვები პირობითად ვარგისია ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოყენებისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით (რეალიზაციის ვადისა და ადგილის დადგენა, თერმული დამუშავების პირობების დაცვა, განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანა და სხვა);
გ) სურსათი და ცხოველის საკვები უვარგისია ადამიანთა უშუალოდ გამოყენებისათვის, დასაშვებია მისი საკვებ ნედლეულად გამოყენება სამსახურის მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროფილის საწარმოსა და გადამუშავების პირობების მითითებით, ასევე ცხოველის საკვებად გამოყენება;
დ) სურსათი და ცხოველის საკვები უპირობოდ უვარგისია ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოყენებისათვის, იგი ექვემდებარება განადგურებას.
მუხლი 5🔗. განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის მასალების შენახვა
1. სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მასალები წარედგინება სამსახურის უფროსს.
2. ყოველ კონკრეტულ მწარმოებელზე/დისტრიბუტორზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის მასალები იკინძება ერთად და ინახება სამსახურში 3 წლის ვადით.