ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა მომზადებისა და გაფორმების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №782
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000210 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა მომზადებისა და გაფორმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №782
1991
წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა მომზადებისა და გაფორმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და მოსახლეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა მომზადებისა და გაფორმებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ბ. გუგუშვილი (კომისიის თავმჯდომარე), მ. ომანიძე, გ. აბსანძე, ბ. გულუა, გ. აბდუშელიშვილი, ა. ჩხეიძე, ი. ჩხეიძე, ა. ჭლიკაძე, ა. ჯანჯღავა, ზ. კოპალიანი, ო. ვარძელაშვილი, ბ. კალანდია.
კომისიამ განსაზღვროს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ეკონომიკური თანამშრომლობის სტრატეგიული ამოცანები და ძირითადი მიმართულებანი.
2. მოსამზადებელი სამუშაოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა ოპერატიულად გაფორმების მიზნით სამთავრობო კომისიასთან შეიქმნას სამი რეგიონალური ქვეკომისია:
ა) ლიტვასთან, ლატვიასთან, ესტონეთთან, ბელორუსიასთან, სომხეთთან, აგრეთვე ქალაქ სანქტ-პეტერბურგთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა მომზადებისა და გაფორმების ქვეკომისია (ხელმძღვანელი მ. ომანიძე);
ბ) ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან, ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა მომზადებისა და გაფორმების ქვეკომისია (ხელმძღვანელი ბ. გულუა);
გ) რსფს რესპუბლიკასთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, აგრეთვე ქალაქ მოსკოვთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა მომზადებისა და გაფორმების ქვეკომისია (ხელმძღვანელი გ. აბსანძე).
ქვეკომისიათა ხელმძღვანელებმა:
– ორი კვირის ვადაში დააკომპლექტონ ქვეკომისიები დაინტერესებულ სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელი მუშაკებით;
– დაუყოვნებლივ დაამყარონ ოპერატიული კავშირი შესაბამისი რესპუბლიკებისა და ქალაქების ხელმძღვანელებთან, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფების გაცვლა ექსპერიმენტის დონეზე მოსამზადებელ სამუშაოთა ჩასატარებლად და შეადგინონ გრაფიკები ხელშეკრულებათა პროექტების საბოლოო განხილვისა და გაფორმებისათვის მათი ხელმოწერის ადგილის ჩვენებით;
- ხელშეკრულებათა ხელმოწერის ადგილები და თარიღები წინასწარ შეუთანხმონ სამთავრობო კომისიას.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია