საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №805
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000213 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
81 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №805 1991 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დაძლევისა და წარმოების გაფართოების სტიმულირების მიზნით ნება დაერთოს საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხანას“ წარმოებული პროდუქციის (ავტომატარებლების) რეალიზაცია 1991 წლის 1 სექტემბრიდან აწარმოოს სახელშეკრულებო (თავისუფალ) ფასებში. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი   ა. ლანდია