წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე

მიღების თარიღი 25.07.2025
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.104.016007
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/07/2025
171 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 04.04.2025 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 12.07.2024 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში გეოგრაფიული ობიექტისთვის - ქუჩისთვის დავით კირვალიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 15.06.2020 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 16.08.2019 ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის გზისკარის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 06.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 27 2025 წლის 25 ივლისი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩას მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი. 2. ამ განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. წალენჯიხა, ლაღიძის ქ. №12). წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე                                           ავთანდილ გაბელია