“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.009.054
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-149
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში” დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
,,3. აკრძალულია:
ა) წყლის დამატება ,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ ყურძნისეულ პროდუქციაზე, გარდა სპირტიანი სასმელებისა;
ბ) სუფრის, მხარის, ადგილწარმოშობის დასახელების, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის რექტიფიცირებული ან სხვა სპირტის დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილ ლიქიორში შემავალი ბრენდის სპირტისა;
გ) ღვინოში (გარდა არომატიზებული ღვინისა) ან ბრენდში მღებავი და არომატული ნივთიერებებისა და ესენციების დამატება;
დ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება დადუღებისათვის ან მასში შაქრების მასური წილის კონდიციამდე მიყვანის მიზნით, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა და კუპაჟისათვის საჭირო შაქრის სიროფისა, აგრეთვე სპირტიანი სასმელებისა;
ე) ღვინის ბრენდის დავარგებული სპირტების გარდა სხვა სპირტების გამოყენება ბრენდის დასამზადებლად;
ვ) შაქრის სიროფის (საქაროზა) ხსნარის, გლიცერინის, სპირტის, მღებავი ნივთიერებების, მჟავების, ესენციებისა და /ან სხვა ნივთიერებების კუპაჟირების გზით ხელოვნური ღვინის წარმოება;
ზ) ღვინოპროდუქციაში იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით.
4. ღვინო ამ წესების დარღვევით წარმოებულად ჩაითვლება, თუ მასში:
ა) უშაქრო (დაყვანილი) ექსტრაქტი 15 გ/ლ-ზე ნაკლებია;
ბ) აქროლადი მჟავები 0,12 გ/ლ-ზე ნაკლებია;
გ) შეიცავს ხელოვნურ საღებავს;
დ) ჰიბრიდული დანამატი (მალვიდინდიგლუკოზიდი) 15 მგ/ლ-ზე მეტია;
ე) დიეთილენგლიკოლი 10 მგ/ლ-ზე მეტია;
ვ) ციკლური დიგლიცერინები 0,2 მგ/ლ-ზე მეტია;
ზ) საქაროზა 6 გ/ლ-ზე მეტია;
თ) ორგანული მჟავების სპექტრის ქრომატოგრამა არ არის ტიპური ღვინისათვის;
ი) ღვინის მჟავის, ვაშლმჟავისა და რძემჟავის ჯამური ოდენობა 2 გ/ლ-ზე ნაკლებია.”.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2006.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"?
- “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 07.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-149. სარეგისტრაციო კოდი — 340.050.000.22.032.009.054.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ", №2-149, 07.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.009.054 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65884/