📋

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებისა და ზოგიერთი დანამატის თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #1
პუბლიკაციის თარიღი 15.10.2025
მოქმედების პერიოდი 15.10.2025 — 20.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №304
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
31.07.2025
15.10.2025
20.02.2026
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებისა და ზოგიერთი დანამატის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №304 2025 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებისა და ზოგიერთი დანამატის თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 26 ივნისის №760-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში − სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები, ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს სააგენტოს სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად. 4. დამტკიცდეს სააგენტოს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად. 5. განისაზღვროს სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიების შემდეგი შესაბამისობა: ა) მეათე კატეგორია − სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე; ბ) მეცხრე კატეგორია − სააგენტოს უფროსის მოადგილე; გ) მერვე კატეგორია − დირექტორატის უფროსი; დ) მეშვიდე კატეგორია − დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი; ე) მეექვსე კატეგორია − სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) მეხუთე კატეგორია − სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი; ზ) მეოთხე კატეგორია − განყოფილების უფროსი; თ) მესამე კატეგორია − განყოფილების უფროსის მოადგილე. 6. სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის საქართველოს  კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ დადგენილების №1, №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ცხრილების მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება სააგენტოს საშტატო ნუსხაში. 7. მოსამსახურის (გარდა სააგენტოს უფროსის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილის, დაზვერვის ოფიცრის IX და X კატეგორიებისა) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს (კოეფიციენტის შესაბამის ოდენობას) თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური კოეფიციენტების ფარგლებში შეარჩევს  სააგენტოს უფროსი, რაც აისახება სააგენტოს საშტატო ნუსხაში ან/და მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებაში. 8. კოეფიციენტის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსამსახურის სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხი, მოვალეობათა შესრულების სირთულე, შესაბამისი კომპეტენცია, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება. 9. სააგენტოს დაზვერვის ოფიცერსა და სპეციალისტს კატეგორიას ანიჭებს სააგენტოს უფროსი. კატეგორიის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. 10. სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დაფინანსდეს  სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 11. სააგენტოს მოსამსახურეებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის დროს გამოავლენენ განსაკუთრებულ უნარებსა და ცოდნას, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით და სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დაუწესდეთ ყოველთვიური სპეციალური დანამატი 5000 ლარამდე ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული უნარებისა და ცოდნის კრიტერიუმები განისაზღვრება სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. 12. სააგენტოს მოსამსახურეებს სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის შესაძლებელია, დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით. აღნიშნული დანამატის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსთან შეთანხმებით იღებს სააგენტოს უფროსი. 13. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:  ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;  ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;  გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;  დ) 10 წელი და მეტი – 20%. 14. სააგენტოს მოსამსახურეებს მესამე უცხო ენის ცოდნისათვის, სამივე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების საფუძველზე, შესაძლებელია, დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული დანამატის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსთან შეთანხმებით იღებს სააგენტოს უფროსი. 15. მოსამსახურის გარდაცვალების (დაღუპვის) შემთხვევაში ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ექვემდებარება დაბრუნებას. 16. მოსამსახურეებს აქვთ პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო და სხვა სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. სწავლების ღირებულების ხარჯები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია, ანაზღაურდეს ნაწილობრივ ან მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 17. სააგენტოს მოსამსახურე და მისი ოჯახი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მოსამსახურეებს სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით უფლება აქვთ, ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე დანართი №1 სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები განისაზღვროს სააგენტოს მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები (მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები): № თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი  (მაქსიმალურის ჩათვლით) 1 სააგენტოს უფროსი 7.8 2 სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე 7.3 3 სააგენტოს უფროსის მოადგილე 7.0 4 დირექტორატის უფროსი 2.9-6.0 5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი 2.8-4.9 6 სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 2.7-4.2 7 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ- ანალიტიკოსი 2.3-3.5 8 განყოფილების უფროსი 2.1-3.0 9 განყოფილების უფროსის მოადგილე 1.9-2.8 10 მთავარი ბუღალტერი 1.8-2.7 11 დაცვის ოფიცერი 1.7-2.6 12 დაზვერვის ოფიცერი ( კატეგორიის გარეშე) 1.5-1.7 13 ოპერატიული მორიგე 1.4-1.9 14 სპეციალისტი ( კატეგორიის გარეშე) 1.2-1.4 15 დაცვის თანამშრომელი 1.0-1.5                                                                                                                                                                           დანართი №2 სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით    განისაზღვროს სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვრული კოეფიციენტები სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის კატეგორიის მიხედვით: კატეგორია I II III IV V VI VII VIII IX X თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი 1.7-2.6 1.8-2.7 1.9-2.8 2.1-3.0 2.3-3.5 2.7-4.2 2.8-4.9 2.9-6.0 7.0 7.3                                                                                                                                              დანართი №3 სააგენტოს სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით განისაზღვროს სააგენტოს სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი სააგენტოს სპეციალისტის კატეგორიის მიხედვით: კატეგორია I II III IV თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი 1.5-1.7 1.6-1.8 1.7-1.9 1.8-2.0. დანართი №4 სააგენტოს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები   № სახელმწიფო სპეციალური წოდება სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი (ლარებში) 1 დაზვერვის გენერალ-პოლკოვნიკი 600 2 დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი 550 3 დაზვერვის გენერალ-მაიორი 430 4 დაზვერვის პოლკოვნიკი 360 5 დაზვერვის ვიცე-პოლკოვნიკი 290 6 დაზვერვის მაიორი 220 7 დაზვერვის კაპიტანი 150 8 დაზვერვის უფროსი ლეიტენენტი 130 9 დაზვერვის ლეიტენანტი 120 10 დაზვერვის უმცროსი ლეიტენანტი 100 11 დაზვერვის ზემდეგი 95 12 დაზვერვის უფროსი სერჟანტი 90 13 დაზვერვის სერჟანტი 85 14 დაზვერვის უმცროსი სერჟანტი 82 15 დაზვერვის რიგითი 78
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებისა და ზოგიერთი დანამატის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №304 2025 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებისა და ზოგიერთი დანამატის თაობაზე მუხლი 1 „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 26 ივნისის №760-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში − სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები, ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს სააგენტოს სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად. 4. დამტკიცდეს სააგენტოს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად. 5. განისაზღვროს სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიების შემდეგი შესაბამისობა: ა) მეათე კატეგორია − სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე; ბ) მეცხრე კატეგორია − სააგენტოს უფროსის მოადგილე; გ) მერვე კატეგორია − დირექტორატის უფროსი; დ) მეშვიდე კატეგორია − დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი; ე) მეექვსე კატეგორია − სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) მეხუთე კატეგორია − სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი; ზ) მეოთხე კატეგორია − განყოფილების უფროსი; თ) მესამე კატეგორია − განყოფილების უფროსის მოადგილე. 6. სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის საქართველოს  კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ დადგენილების №1, №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ცხრილების მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება სააგენტოს საშტატო ნუსხაში. 7. მოსამსახურის (გარდა სააგენტოს უფროსის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილის, დაზვერვის ოფიცრის IX და X კატეგორიებისა) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს (კოეფიციენტის შესაბამის ოდენობას) თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური კოეფიციენტების ფარგლებში შეარჩევს  სააგენტოს უფროსი, რაც აისახება სააგენტოს საშტატო ნუსხაში ან/და მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებაში. 8. კოეფიციენტის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსამსახურის სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხი, მოვალეობათა შესრულების სირთულე, შესაბამისი კომპეტენცია, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება. 9. სააგენტოს დაზვერვის ოფიცერსა და სპეციალისტს კატეგორიას ანიჭებს სააგენტოს უფროსი. კატეგორიის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. 10. სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დაფინანსდეს  სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 11. სააგენტოს მოსამსახურეებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის დროს გამოავლენენ განსაკუთრებულ უნარებსა და ცოდნას, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით და სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დაუწესდეთ ყოველთვიური სპეციალური დანამატი 5000 ლარამდე ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული უნარებისა და ცოდნის კრიტერიუმები განისაზღვრება სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. 12. სააგენტოს მოსამსახურეებს სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის შესაძლებელია, დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით. აღნიშნული დანამატის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსთან შეთანხმებით იღებს სააგენტოს უფროსი. 13. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:  ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;  ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;  გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;  დ) 10 წელი და მეტი – 20%. 14. სააგენტოს მოსამსახურეებს მესამე უცხო ენის ცოდნისათვის, სამივე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების საფუძველზე, შესაძლებელია, დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული დანამატის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსთან შეთანხმებით იღებს სააგენტოს უფროსი. 15. მოსამსახურის გარდაცვალების (დაღუპვის) შემთხვევაში ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ექვემდებარება დაბრუნებას. 16. მოსამსახურეებს აქვთ პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო და სხვა სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. სწავლების ღირებულების ხარჯები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია, ანაზღაურდეს ნაწილობრივ ან მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 17. სააგენტოს მოსამსახურე და მისი ოჯახი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მოსამსახურეებს სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით უფლება აქვთ, ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე დანართი №1 სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები განისაზღვროს სააგენტოს მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები (მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები): № თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი  (მაქსიმალურის ჩათვლით) 1 სააგენტოს უფროსი 7.8 2 სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე 7.3 3 სააგენტოს უფროსის მოადგილე 7.0 4 დირექტორატის უფროსი 2.9-6.0 5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი 2.8-4.9 6 სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 2.7-4.2 7 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ- ანალიტიკოსი 2.3-3.5 8 განყოფილების უფროსი 2.1-3.0 9 განყოფილების უფროსის მოადგილე 1.9-2.8 10 მთავარი ბუღალტერი 1.8-2.7 11 დაცვის ოფიცერი 1.7-2.6 12 დაზვერვის ოფიცერი ( კატეგორიის გარეშე) 1.5-1.7 13 ოპერატიული მორიგე 1.4-1.9 14 სპეციალისტი ( კატეგორიის გარეშე) 1.2-1.4 15 დაცვის თანამშრომელი 1.0-1.5                                                                                                                                                                           დანართი №2 სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით    განისაზღვროს სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვრული კოეფიციენტები სააგენტოს დაზვერვის ოფიცრის კატეგორიის მიხედვით: კატეგორია I II III IV V VI VII VIII IX X თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი 1.7-2.6 1.8-2.7 1.9-2.8 2.1-3.0 2.3-3.5 2.7-4.2 2.8-4.9 2.9-6.0 7.0 7.3                                                                                                                                              დანართი №3 სააგენტოს სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით განისაზღვროს სააგენტოს სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი სააგენტოს სპეციალისტის კატეგორიის მიხედვით: კატეგორია I II III IV თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი 1.5-1.7 1.6-1.8 1.7-1.9 1.8-2.0. დანართი №4 სააგენტოს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები   № სახელმწიფო სპეციალური წოდება სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი (ლარებში) 1 დაზვერვის გენერალ-პოლკოვნიკი 600 2 დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი 550 3 დაზვერვის გენერალ-მაიორი 430 4 დაზვერვის პოლკოვნიკი 360 5 დაზვერვის ვიცე-პოლკოვნიკი 290 6 დაზვერვის მაიორი 220 7 დაზვერვის კაპიტანი 150 8 დაზვერვის უფროსი ლეიტენენტი 130 9 დაზვერვის ლეიტენანტი 120 10 დაზვერვის უმცროსი ლეიტენანტი 100 11 დაზვერვის ზემდეგი 95 12 დაზვერვის უფროსი სერჟანტი 90 13 დაზვერვის სერჟანტი 85 14 დაზვერვის უმცროსი სერჟანტი 82 15 დაზვერვის რიგითი 78