⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.03.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 07.08.2006
ძალის დაკარგვა 25.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/255
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.058
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 08/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,051 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2006 მიღება
25.03.2024 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 19.3pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.058 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/255 2006 წლის 7 აგვისტო  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული         პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხ-ლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლ-თა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №3/175 ბრძანება „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულე-ბის დამტკიცების თაობაზე.“ 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია (შემდგომში – საექსპერტო კომისია) არის „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის და ამ დებულების საფუძველზე საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – ეროვნული კინოცენტრი) შექმნილი კოლეგიური ორგანო. 2. საექსპერტო კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული კინოცენტრის დებულებითა და ამ დებულებით. 3. საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება არა აქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს. 4. საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.     მუხლი 2🔗. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა 1. საექსპერტო კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს არანაკლებ 3 და არა უმეტეს 11 წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს  ეროვნული კინოცენტრის დირექტორი განსაზღვრული ვადით ან სამუშაოს შესრულების ვადით. 2. საექსპერტო კომისიის წევრთა დანიშვნისას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მათთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება შესაბამის მხარეთა უფლებები და  მოვალეობები. 3. საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მისი შეცვლა ხდება დარჩენილი ვადის დასრულებამდე. 4. საექსპერტო კომისიის წევრი ტოვებს კომისიის შემადგენლობას, თუ მისი ავტორობით ან სხვა სახის მონაწილეობით შექმნილი კინოპროექტი განიხილება საექსპერტო კომისიის მიერ. 5. საექსპერტო კომისიის წევრის განთავისუფლება, გამოწვევა ან უფლებამოსილების სხვა სახით შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 3🔗. საექსპერტო კომისიის საქმიანობის  ორგანიზაცია 1. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების საშუალებით. 2. საექსპერტო კომისიის სხდომებს იწვევს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. 3. საექსპერტო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ხმების უბრალო უმრავლესობით. 4. თუ თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ვადაზე ადრე ტოვებს თანამდებობას, საექსპერტო კომისიამ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები დარჩენილი ვადისთვის არა უგვიანეს 5 დღისა. 5. საექსპერტო კომისიის სხდომებს უძღვება საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მოადგილე. 6. საექსპერტო კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრის დირექტორი შრო-მითი ხელშეკრულებით იყვანს მდივანს. 7. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 8. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს კო-მისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 9. საექსპერტო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მოადგილე. 10. საექსპერტო კომისია კონკურსზე შემოტანილ პროექტებს აფასებს ამ დებულებით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. პროექტების შეფასების წესი 1. საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონ-კურსზე შემოტანილი  პროექტების დოკუმენტაციას, შემდეგ მონაწილეობენ გასაუბრებაში პროექტის ავტორებთან. გასაუბრების თარიღსა და ადგილს ნიშნავს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. 2. კონკურსზე შემოტანილ პროექტს საექსპერტო კომისიის წევრები აფასებენ ქულებით 0-დან 10-მდე.  ინფორმაცია საექსპერტო კომისიის ცალკეული წევრის მიერ განხორციელებულ შეფასებაზე დახურულია. 3. საექსპერტო კომისიის წევრები შეფასებისას ითვალისწინებენ პროექტის მხატვრულ და კომერციულ ღირებულებას. 4. თითოეული კომისიის წევრი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ დაწერილ ქულებს. 5. საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს დასკვნის სახით წარუდგენს ეროვნულ კინოცენტრს. დასკვნას ადგენს და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 5🔗. საექსპერტო კომისიის მიზნები და ფუნქციები 1. საექსპერტო კომისიის მიზანია კონკურსის წესით გამოავლინოს საუკეთესო კინოპროექტები მათი რეალიზების მიზნით. 2. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკონკურსო დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა, განიხილოს პროექტები და შეაფასოს ისინი 10-ქულიანი სისტემით. 3. საექსპერტო კომისიის დასკვნისა და პროექტის დაფინანსების თაობაზე ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილების  საფუძველზე ეროვნულ კინოცენტრსა და ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს, დემონსტრატორს ან ავტორს (ავტორებს) შორის ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული ფილმის სცენარის ან პროექტის შექმნის, წარმოების ან გაქირავების დაფინანსების თაობაზე. ყველა აღნიშნული ხელშეკრულება დადგენილი წესით ინახება ეროვნულ კინოცენტრში და ექვემდებარება სრულ საჯაროობას. 4. სახელმწიფო დაფინანსების განაწილებისას ეროვნული კინოცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, ამ დებულებითა და საკონკურსო დებულებით.     მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი საექსპერტო კომისიის დებულებას შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და  ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.