ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 30.07.2025
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-13. 13252113
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016017
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-13.13252113
2025 წლის 30 ივლისი
ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე უძრავ ნივთს -სახელწოდების არმქონე ქუჩას:
ა) საკადასტრო კოდით – №62.07.58.084., მიენიჭოს სახელი- მე-11 ქუჩის I ჩიხი, თანდართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად;
ბ) მიენიჭოს სახელი მე-12 ქუჩის I შესახვევი, თანდართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად.
2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:
ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N N60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე