“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.009.068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 11/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.068

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №29

2006 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის№18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შპს „ზაჰესი 06“-ის 2006 წლის 27 ივნისის №1/11 წერილიდან, შპს „ზაჰესი 06“-ისათვის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის თაობაზე სემეკის 2006 წლის 6 ივლისის №17/2 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

     მუხლი 1.

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (სსმ III, №66, 16.05.2006 წ., მუხლი 848) პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „შპს „ზაჰესი“ (პუნქტი 10) და მის ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები შპს „ზაჰესი 06” და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.

შპს „ზაჰესი 06“ _____________ 1,42 თეთრი/კვტსთ“

     მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ და ვრცელდება 2006 წლის 6 ივლისიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.

თავმჯდომარე         გ. თავაძე