პუბლიკაციის თარიღი 04.08.2025
მოქმედების პერიოდი 04.08.2025 — 24.09.2025
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №28
2025 წლის 30 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და ,,მუნიციპალიტეტის დმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მდებარე უსახელო მწვერვალს (გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთ განედის 410 47 10“ და აღმოსავლეთ გრძედის 420 12“ 56“ სიმაღლე ზღვის დონიდან 2650 მ) მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის-ზაზა დამენიას სახელი. (თანდართული რუკის თანახმად).
მუხლი 2🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (მის: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ.№14).
მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია