ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 30.07.2025
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016015
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩასთან მდებარე სამი უსახელო ჩიხისთვის, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, II ქუჩისთვის და გრიგოლ
ლორთქიფანიძის გასასვლელისთვის გრიგოლ ლორთქიფანიძის I შესახვევის, I, II, III, IV და V ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთისთვის, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევისთვის ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დავით კობახიძისა და ნოდარ სიგუას სახელების მინიჭების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში გეოგრაფიული ობიექტისთვის - ქუჩისთვის დავით კირვალიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №11
2025 წლის 30 ივლისი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული №1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად, №1 ქუჩას მიენიჭოს რევაზ ჩხეიძის სახელი.
2. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, №1 ქუჩაზე არსებულ ჩიხებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№1 ქუჩის პირველ ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის I ჩიხი;
№1 ქუჩის მეორე ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის II ჩიხი;
№1 ქუჩის მესამე ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის III ჩიხი;
№1 ქუჩის მეოთხე ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის IV ჩიხი;
3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4 . განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე