“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილოვბრიივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/759
სარეგისტრაციო კოდი
040.030.040.22.024.009.069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 16/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  040.030.040.22.024.009.069

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/759

2006 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის                 №1-1/209 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ. №136) დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის წარდგინებით, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო – პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან“ წერილობითი შეთანხმებით.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა არ საჭიროებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება პირობა, რომლის მიხედვითაც, საწარმოს გასხვისების შემდგომ მესაკუთრეს ექნება შესაძლებლობა მოშალოს საზოგადოების პრივატიზებამდე ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე