📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.08.2006
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №423
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.009.071
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 16/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,862 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .5in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.36.009.071 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №423 2006 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IV​1 თავისა და საქარ­თველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომ­ბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ პირველი თავის მე-2 პუნქტისა და X თავის მოთხოვნათა შესრუ­ლების მიზნით, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეცია­ლური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატა­რე­ბისა და საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერ­თა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ სა­ხელ­მწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2002 წლის 23 აპრილის №8 ბრძანება (სსმ III, №43, 8.05.2002 წ., დოკ. №406; სარეგ. №010.340.000.12. 222.005.256). 3. ბრძანება გაეცნოს სამსახურის უფროსის მოადგი­ლეებ­სა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს. 4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევა­ლოს სამსახურის უფროსის მოადგილეს, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორს მ. თურმანიძეს. 5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. სახელმწიფო დაცვის   გენერალ-მაიორი    ო. ქველიძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საა­ტესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დე­­­ბუ­ლება) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბა­მისად, განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსა­ხურში (შემდგომში – სამსახური) ატესტაციის ჩატა­რების პირობებს და საატესტაციო კომისიის საქმია­ნობის წესს, კვალიფიციური კადრების შერჩევისა და თანამდებობათა სწორი განაწილების უზრუნველ­ყოფის მიზნით. 2. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა მოსამსახურის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება მისი შესაბამისობა დაკავებულ თანამდე­ბობასთან და შემდგომი სამსახურებრივი პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნება სამსახურებრივად დასაწი­ნაურებელი საკადრო რეზერვი.     მუხლი 2🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომლები 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) კადრის მოსამსახურე (შემდომში – ოფიცერი) სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია თანამდე­ბობ­რივი დაწინაურებისთვის. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებო­ბაზე დანიშნული პირი; ბ)ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება გან­საზ­ღვრუ­ლი ვადით; გ) მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქ­ტო-პროფესიულ სამსახურს; დ) საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირები. თავი II საატესტაციო კომისია     მუხლი 3🔗. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და ფუნქციები 1. ოფიცერთა ატესტაცია ხორციელდება სამსახუ­რის საატესტაციო კომისიის მიერ, რომლის შემადგენ­ლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე და წევრები. კომისიის შემადგენ­ლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ პროფესიული ნიშნით შერჩეული სპეციალისტები. 2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს. 3. სამსახურის უფროსი: ა) განსაზღვრავს საატესტაციო კომისიის წევრთა შემადგენლობას და რაოდენობას; ბ) ნიშნავს კომისიის წევრებს; გ) განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის შემადგენ­ლობას, ნიშნავს მის თავმჯდომარესა და წევრებს. დ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიის შემადგენ­ლო­ბაში სპეციალისტების მოწვევის შესახებ; 4. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე: ა) ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შო­რის; ბ) უზრუნველყოფს ატესტაციის ჩატარებას დამ­ტკიცებული საატესტაციო ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული გრაფიკების მიხედვით; გ) უზრუნველყოფს საატესტაციო კომისიის მიერ საატესტაციო კითხვარის შედგენას დამტკიცებული საატესტაციო პროგრამის ფარგლებში.     მუხლი 4🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კო­მი­სიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფ­ლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბარი განაწილე­ბის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ით­ვლება გადამწყვეტად. 4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსა­ხუ­რის კადრების სამმართველო. 5. ატესტაციის საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნი­კურად უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ინიშნება კადრების სამმართველოს პირადი შემადგენ­ლობიდან. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე, მდივანი და დამსწრე წევრები. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავე­ბუ­ლი აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა. თავი III ატესტაციის ჩატარების წესი     მუხლი 5🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. 2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვა­ლეო­ბას (ბოლო დაკავებული თანამდებობის მიხედ­ვით) ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატეს­ტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.     მუხლი 6🔗. ატესტაციის მომზადება 1. სამსახურის კადრების სამმართველოში, ყოველი წლის ბოლოს დგება ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ნუსხა და საატესტაციო ღონისძიებათა გეგმა. 2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მასში გათვალის­წინებულია: ა) ატესტაციის ჩატარების გრაფიკის შემუშავება; ბ) გრაფიკებისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაცნობა კომისიის წევრებისა და ატესტაციას დაქვემ­დე­ბარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელობისათვის; გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრებისთვის საატესტაციო გეგმისა და ინსტრუქციის მოთხოვნების გაცნობა; დ) ატესტაციის მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიე­ბები. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა. 3. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, საატეს­ტაციო ფურცლის ატესტაციის ტექსტში (და-ნარ­თი №1) უშუალო ხელმძღვანელის მიერ შეიტა­ნება ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრის დახა-სიათება.     მუხლი 7🔗. ატესტაციის ტექსტის შინაარსი ატესტაციის ტექსტში უნდა აისახოს: ა) თანამშრომლის მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვე­ნები უნდა იყოს ოფიცრის პროფესიული და პირადი თვი­სებები, მათ შორის, განათლებისა და პრო­ფესიული ცოდნის დონე დაკავებული თანამდე­ბობის შესაბამი­სად; ბ) ორგანიზატორული თვისებები, პასუხისმგებლო­ბის დონე, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების, ორიენტირების, დოკუმენტის შედგენისა და ანალიზის უნარი; საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, დამოკი­დებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში; გ) სხვა დამახასიათებელი თვისებები: პირადი ინტე­რე­სები, მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკი­დებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურ­თიერ­თობა თანამშრომლებთან და ქცევის კულტურა.     მუხლი 8🔗. ატესტაციის ფორმა 1. ოფიცერთა ატესტაცია ტარდება გასაუბრებით ან ტესტირებით, საატესტაციო პროგრამის ფარგლებ­ში, სამსახურის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შედგენილი კითხვა­რების მიხედვით. 2. საატესტაციო პროგრამას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.     მუხლი 9🔗. კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები კომისიის დასკვნაში უნდა აისახოს რეკომენდაციე­ბი ოფიცრის ფაქტობრივი და შემდგომი თანამდე­ბობრივი მდგომარეობის შესახებ: ა) დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ; ბ) უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მითითებით ან მიუთითებლად); გ) სხვა სამუშაოზე (თანამდებობაზე) გადაყვანის შესა­ხებ (ხელმძღვანელ, სხვა დასაცავ ობიექტზე, ოპერა­ტიულ, იურიდიულ, პედაგოგიურ, სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სხვა), სადაც მიეთითება გადაყვანის მოტივი; დ)მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებო­ბაზე გადაყვანის შესახებ. გადაყვანის საფუძველი და რა თანამდებობაზეა მიზანშეწონილი მისი გადაყვანა; ე) სამსახურიდან დათხოვნის შესახებ (რომელი ნორმა­ტიული აქტის რომელი პუნქტის საფუძველზეა მიზანშეწონილი დათხოვნა და რა თანამდებობაზეა შესაძლებელი რეზერვში ყოფნისას მისი გამოყენება განსა­კუთრებული მდგომარეობის დროს).     მუხლი 10🔗. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასწრება ატესტაციაზე საატესტაციო კომისიის სხდომაზე მოსამსახურეთა ატესტაცია უნდა განხორციელდეს სამსახურის შესა­ბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანე­ლის თანდასწრებით. თავი IV ატესტაციის შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება     მუხლი 11🔗. კომისიის სხდომის ოქმი 1. თითოეულ მოსამსახურეზე, რომელმაც გაიარა ატესტაცია, საატესტაციო კომისია ადგენს დასკვნას, რომლის ტექსტი შეიტანება კომისიის სხდომის ოქ­მში (დანართი №2). კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე, მდივანი და წევრები. 2. სატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშ­ნება ატესტაციაზე გასული ოფიცრისათის მიცემული კითხვები.     მუხლი 12🔗. ატესტაციის შედეგების გაცნობა ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ ოფი­ცერს ეცნობება ატესტაციის დამთავრების შემდეგ ათი დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურ­ცელს და კომისიის სხდომის ოქმს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მის პირად საქმეს, ხოლო კომისიის სხდომის ოქმი ინახება კადრების სამმართველოში (სამსახურში მოქმედი სამართლებ­რივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად).     მუხლი 13🔗. ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ კადრე­ბის სამმართველოს მიერ დგება ანგარიში, რომელიც წარედგინება სამსახურის უფროსს.     მუხლი 14🔗. ატესტაციის შედეგები სამსახურის უფროსი, კომისიის დასკვნის საფუძ­ველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის თანამდებობაზე დატო­ვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფ­ლების შესახებ. თავი V დავები ატესტაციასთან დაკავშირებით     მუხლი 15🔗. საპრეტენზიო კომისია 1. ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით მოსამ­სახუ­რეთა საპრეტენზიო წინადადებების განხილვის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენ­ლობას (თავმჯდომარე და წევრები) და რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ უნდა იყვნენ საატეს­ტა­ციო კომისიის წევრები. 3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფ­ნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი. 4. მოსამსახურეებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმარ­თვის უფლება აქვთ ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხი­ლება ამავე ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესა­ხებ ეცნობება საატესტაციო კომისიას და განმცხა­დებელს. 5. საპრეტენზიო კომისიას პასუხები ბარდება წე­რი­ლობით. 6. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. საპრე­ტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრვლესობით. ხმების თანაბ­რად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორ­მდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრე­ტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებასა და საატესტაციო კომისიის დასკვნას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საპრეტენზიო კომისიის დასკვნა.     მუხლი 16🔗. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა და გასაჩივრება 1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) თანამდებობრივი დაწინაურების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, თანამდებობრივი დაქვეითების, თანამდებო­ბიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა, მოსამსახურეს უნდა ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციული აქტზე ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება კანონ­მდებლობით დადგენილი წესით. საიდუმლო (შევსების შემდეგ) დანართი №1 საატესტაციო ფურცელი 20 _______ წლის   „______ ”  __________________ დან   20______ წლის  „______ ” _______________  მდე ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ (სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა) დაბადების წელი, თვე, რიცხვი  _____________________________________________________________ საქართველოს სამხედრო ძალებში სამსახურის საერთო სტაჟი __________________________________  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის სტაჟი    ________________________________   დაკავებულ თანამდებობაზეა    _________________დან, მანამდე,_________________________ დან იყო ____________________________________________________________________თანამდებობაზე პირველადი სპეც. წოდება___________________________მიენიჭა _________წლის _________________                                                                                                                                                                                  (თვე, რიცხვი) № __________ ბრძანებით, ამჟამინდელი სპეც. წოდება  მიენიჭა  __________________________________                                                                                                                                  (წელი, თვე, რიცხვი)    განათლება ________________________________________________________________________________ ა) სამოქალაქო ____________________________________________________________________________________________ (როდის და რა დაამთავრა) ბ) სამხედრო (სპეციალური კურსები)  ________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ (როდის, სად და რა დაამთავრა (გაიარა)) ბოლო 20 ____ წლის    ________________                     ატესტაციის დასკვნა  ___________________                                                             (თვე, რიცხვი) I. ატესტაციის ტექსტი ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ დასკვნა ატესტაციაზე  ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ატესტაცია შეადგინა      ____________________________________________________________________________________________                                                                 (თანამდებობა, წოდება, ინიციალები, გვარი) 20 _________წლის   „   ________________________________ ”                                                                          (თვე, რიცხვი)                                                                                       ____________________________________                                                                                                          (ხელმოწერა) II. უფროსი ხელმძღვანელის დასკვნა ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ III. საატესტაციო კომისიის დასკვნა ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ კომისიის მდივანი  _________________________________________________________________________                                                                                             (სპეციალური  წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი) ____________________________________________________________________________________________ 20  ______ წლის „  ______________ ”                                         _________________________                                                                       (თვე, რიცხვი)                                                                           (ხელმოწერა) ატესტაციის ტექსტს და დასკნას გავეცანი     _________________________          ____________________                                                                                                                        (სახელი, გვარი)                                       (ხელმოწერა) ____________________________________________________________________________________________ (ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, მიუთითეთ მიზეზი) ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ 20  ___________წლის „  ____________”                          ____________________________                                                                                                              (თვე, რიცხვი)                                                 (ხელის მოწერა) დანართი №2 საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი  № ____________________________________________________________________________________________ (სახელმწიფო უწყების დასახელება) ____________________________________________________________________________________________ კომისიის თავმჯდომარე   ___________________________________________________________________                                                                                                  (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი) ______________________________________________________________________________________________________________ კომისიის წევრები  _________________________________________________________________________                                                                                               (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი) ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ კომისიის მდივანი ____________________________________________________________________________                                                                           (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი) ____________________________________________________________________________________________            (მდივანი წერს, თუ ვისზე განიხილა ატესტაცია – თანამდებობა წოდება, გვარი, სახელი) ______________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ (მდივნის მიერ იწერება ოფიცრის უშუალო უფროსის წოდება, გვარი, სახელი, თანამდებობა, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას) ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ (მდივნის მიერ იწერება საატესტაციო კომისიის დასკვნის ტექსტი) კომისიის თავმჯდომარე  ___________________________________________________________________ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე   _____________________________________________________ საატესტაციო კომისიის წევრები:  _____________________________________________________                                                               _____________________________________________________                                                               _____________________________________________________ საატესტაციო კომისიის მდივანი:    _____________________________________________________  „______”    __________________ 20 ____ წ.               ოქმს გავეცანი: __________________________                                                                        „_____”    _______________________ 20 _________ წ.