პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.08.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.009.072
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 16/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,877 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2006 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 2
კულტურა (კულტურათა ჯგუფი) მავნე ორგანიზმი, ობიექტი (ზრდის რეგულატორებისათვის)
საშიშროების კლასი WHO-ს მიხედვით მითითებები ეტიკეტებზე
საშიშროების კატეგორია შეფერილობის ჯგუფი
Iა განსაკუთრებით საშიში ძლიერ ტოქსიკური
Iბ ძლიერ საშიში ტოქსიკური
II საშუალოდ საშიში მავნე
III ნაკლებ საშიში სახიფათოა
ორალური კანზე
მყარი თხევადი
5 ან ნაკლები 20 ან ნაკლები
5-50 20-200
5-500 200-2000
>500 >2000
>2000 >3000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; } h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } h4 {margin-top:0in; margin-right:.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } h5 {margin-top:0in; margin-right:.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:339.6pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:170.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:170.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:842.0pt 595.35pt; margin:56.7pt 56.7pt 28.35pt 56.7pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:842.0pt 595.35pt; margin:56.7pt 56.7pt 28.35pt 56.7pt;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section4 {page:Section4;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.009.072 საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრის   ბრძანება №2-150 2006 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დამტკიცების თაობაზე „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის 28-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტის სა­ფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი“. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „პესტიციდების მარ­კირების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის     2000 წლის 14 ნოემბრის № 2-262 ბრძანება. 3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსა­თის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა (ლ. ორკოშნელი) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის შესაბამისად აღნიშნული ბრძანე­ბის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმა­ტიუ­ლი აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორ­ციელოს მინისტრის მოადგილემ მ. დეკანოიძემ. 5. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე მ. სვიმონიშვილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აღნიშნული წესი შემუშავებულ იქნა „პესტიცი­დებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) „პესტიციდების განაწილებისა და გამოყენების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნათა საფუძველზე. 2. აღნიშნული წესი არეგულირებს საკითხებს, რომ­ლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების და აგროქიმიკატების მარკირების დროს. 3. წესი განკუთვნილია პესტიციდებისა და აგროქიმი­კატების ყველა დამამზადებელი საწარმოსათვის, დის­ტრიბუტორებისათვის, რეალიზატორებისა და მომხმა­რებ­­­ლებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირების­თვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია პესტი­ციდების და აგროქიმიკატების იმპორტთან, ტრანსპორტირე­ბასთან, შენახვასთან, რეკლამასთან. 4. წესი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს მაკონტრო­ლებელი ორგანოებისათვის ზედამხედველობისა და კონ­ტროლის განსახორციელებლად. 5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცე­ვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული პირები ვალდებულნი არიან, ადამიანისა და გარემოს უსაფ­რთხოე­ბის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პრეპარატული ფორმების და აგრო­ქი­მი­კატების შეფუთვასა და მარკირებას (ნიშან­დებას). 6. პესტიციდის და აგროქიმიკატების მიმოქცევისას ჭურჭელზე (ტარაზე) ეტიკეტი მითითებული უნდა იყოს საერთაშორისო, აგრეთვე ქართულ ენაზე. 7. ექსპორტიორმა ქვეყნებმა (ფირმებმა) პესტიცი­დების და აგროქიმიკატების ყოველ პარტიას უნდა დაუ­რთონ ინსტრუქციები ქართულ ენაზე იმ ფორმითა და მოცულობით, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებას.  8. პესტიციდების იმპორტიორი და რეალიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს ტარის ეტიკეტის თარგმნა ქართულ ენაზე. 9. პესტიციდის და აგროქიმიკატების ტარის ეტიკეტი შეიძლება შეუთავსდეს უსაფრთხო გამოყენების ინ­სტრუქ­ციასა და გამოყენების რეგლამენტს, თუკი ტექ­ნიკურად შესაძლებელია მათი მოთავსება შეფუთვის ერთეულზე. პესტიციდის და აგროქიმიკატების ეტიკეტის დიზაინი არ რეგლამენტირდება.     მუხლი 2🔗. პესტიციდების ტარის ეტიკეტი პესტიციდების ტარის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს: ა) მონაცემები პესტიციდების შესახებ; ბ) სავაჭრო სახელწოდება; გ) მოქმედი ნივთიერება საერთაშორისო სტანდარ­ტების ორგანიზაციის ISO-ს მიხედვით ბიოლოგიური პრეპარატებისათვის მიკროორგანიზმის სახეობრივი შემადგენლობა, შტამის ან იზოლატის სახელწოდება); დ) პრეპარატული ფორმა, მოქმედი ნივთიერების შემცველობა (კონცენტრაცია); ე) დანიშნულება (ინსექტიციდი, ფუნგიციდი, ჰერბი­ცი­დი და ა.შ.); ვ) გამოყენების სფერო – რომელი მავნე ორგანიზმის მიმართ და რომელ სასოფლო-სამეურნეო კულტურასა და ობიექტზე (სათბური, ბეღელი, საწყობი) გამოიყე­ნება; ზ) შეთავსებადობა სხვა პრეპარატებთან; თ) პრეპარატის რაოდენობა (კგ, ლ, მგ, გ.); ი) პესტიციდის საშიშროების (ტოქსიკურობის) კლასი და საშიშროების ნიშანი (შესაბამისი ფერის ზოლი ტარაზე). საშიშროების აღმნიშვნელი პიქტოგ­რა­მები და სიმბოლოები (დანართი 1 და 2); კ) ანტიდოტი; ლ) შეზღუდვები; მ) დამამზადებლის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები, სავაჭრო მარკა; ნ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, რეგის­ტრან­ტი; ო) დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა; პრეპარატის ყოველი პარტიის დანიშვნა ციფრებით ან ასოებით; პ) შენახვის პირობები; ჟ) ტარის ხელახალი გამოყენების დაუშვებლობა და ინსტრუქცია ჭურჭლის უსაფრთხო უტილიზაციი­სა და გაუვნებელყოფის შესახებ; რ) ტარაზე გამოკვეთილად აღინიშნება გამაფრთხი­ლებელი წარწერა: „პრეპარატის გამოყენებამდე გაეცა­ნით მისი უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების რეკომენდაციას!“ (ეტიკეტის ნიმუშები მოყვანილია მე-3 და მე-4 დანართებში).     მუხლი 3🔗. უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია 1. უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციაში მოცე­მუ­­ლი უნდა იყოს: ა) საშიშროების (ტოქსიკურობის) კლასი და საშიშ­როების ნიშანი (შესაბამისი ფერის ზოლი ტარაზე: ინსექტოაკარიციდები – მუქი ყავისფერი, ფუნგიცი­დები – მწვანე, თესლის შესაწამლი საშუალებები – ლურ­ჯი, ჰერბიციდები – წითელი, ზოოციდები – ყვითელი); ბ) ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები (ფრინველებისათვის, ცხოველებისათვის, თევზებისათ­ვის, ფუტკრებისათვის); გ) ზოგადი გამაფრთხილებელი ღონისძიებანი (მოწე­ვის, ჭამის, წყლის დალევის აკრძალვა პრეპარა­ტებთან მუშაობისას); გამოკვეთილად აღინიშნოს პრე­პარატის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შენახ­ვის აუცილებლობა; პირადი ჰიგიენის მოთხოვ­ნები სათანადო პიქტოგრამების ჩვენებით (იხ. დანარ­თი 5). 2. უსაფრთხოების ზომები: ა) პესტიციდების გადაზიდვისა და შენახვის დროს ტარისა და შეფუთვის მთლიანობა, საკვები პროდუქ­ტე­ბისაგან ცალკე შენახვა, მიუწვდომლობა და სხვა; ბ) პრეპარატის გამოსაყენებლად მომზადებისას (სამუშაო ხსნარის დამზადება, გასაფრქვევი პრეპარა­ტით თუ აეროზოლით აპარატის გამართვა და სხვ.); გ) უშუალოდ პრეპარატის გამოყენებისას (სპეცტან­საც­მელი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები); დ) პრეპარატთან მუშაობის შემდეგ (ჰიგიენური მოთხოვნები, ტარის განადგურების შესახებ რჩევები და სხვ.); ე) პირველადი დახმარების აღმოჩენის ხერხები (სასუნ­თქი გზების, კუჭ-ნაწლავის, კანისა და თვალის დაზიანების დროს), ექიმის მითითებები; ვ) ანტიდოტი (თუ ცნობილია).     მუხლი 4🔗. გამოყენების რეგლამენტები 1. გამოყენების რეგლამენტში მოყვანილია: ა) განმასხვავებელი (სავაჭრო) სახელწოდება, ფირმა (რეგისტრანტი); ბ) მოქმედი ნივთიერება საერთაშორისო სტანდარ­ტე­ბის ორგანიზაციის (ISO) მიხედვით, მიკროორგა­ნიზმის სახეობრივი სახელწოდება, შტამის, იზოლა­ტის სახელწოდება; გ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ-ში); ცოცხალი უჯ­რე­დე­ბის ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტის ტიტრი, ვირუსული სხეულაკების, ჩანართების ტიტ­რი; დ) პრეპარატული ფორმა; ე) დანიშნულება, მოქმედების სპექტრი და მექანიზ­მი; ვ) სხვა პრეპარატებთან შეთავსებადობა; ზ) დაცვითი მოქმედების პერიოდი; თ) ზემოქმედების სიჩქარე; ი) ფიტოტოქსიკურობა; კ) რეზისტენტობის წარმოქმნის საშიშროება. 2. გამოყენების ტექნოლოგია: ა) სამუშაო ხსნარის დამზადების ტექნოლოგია, ხარ­ჯვის ნორმა (ლ/ჰა, ლ/ტ), რეკომენდებული მანქა­ნების მარკები; ბ) გამოყენების რეგლამენტი (ფორმდება ცალკე ცხრი­ლის სახით). 3. შემდგენელთა დასახელება. ცხრილი 1 კულტურა (კულტურათა ჯგუფი) მავნე ორგანიზმი, ობიექტი (ზრდის რეგულატორებისათვის) პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა, კგ/ჰა, ლ/ტ, კგ/ტ) დამუშავების წესი, დრო, შეზღუდვები დამუშავებათა ჯერადობა, ლოდინის პერიოდი (დღეებში) დამუშავებულ უბნებში სამუშაოდ გასვლის დრო (დღეებში) 1 2 3 4 5 6 დანართი 1 ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილი საშიშროების კლასები (დამყარებული ვირთაგვებისათვის მწვავე LD50, გამოსახული მგ/კგ) საშიშროების კლასი WHO-ს მიხედვით მითითებები ეტიკეტებზე საშიშროების კატეგორია შეფერილობის ჯგუფი საშიშროების სიმბოლო სიმბოლოები და სიტყვები Iა განსაკუთრებით საშიში ძლიერ ტოქსიკური წითელი ძლიერ ტოქსიკური Iბ ძლიერ საშიში ტოქსიკური წითელი ტოქსიკური II საშუალოდ საშიში მავნე ყვითელი მავნე III ნაკლებ საშიში სახიფათოა ცისფერი სახიფათოა აგრეთვე ნაკლებ საშიში პროდუქ-ტები ნორმალურ პირობებში გამო-საყენებლად მწვანე სახიფათოა მწვავე LD50/ვირთაგვა/ გამოსახული მგ/კგ ორალური კანზე მყარი თხევადი მყარი თხევადი 5 ან ნაკლები 20 ან ნაკლები 10 ან ნაკლები 40 ან ნაკლები 5-50 20-200 10-100 40 - 400 5-500 200-2000 100-1000 400 - 4000 >500 >2000 >1000 >4000 >2000 >3000 შენიშვნა: LD-50 სასიკვდილო დოზა, რომელიც იწვევს საცდელი ცოცხალიორგანიზმების 50%-ით დაღუპვას. დანართი 2     მუხლი 5🔗. პესტიციდების საშიშროების სახეობათა აღმნიშვნელი სიმბოლოები ქვემოთ მოყვანილი სიმბოლოებით აღინიშნება შემდეგი საშიშროების სახეები: 1. კოროზია შავი სიმბოლო კვადრატის ზედა ნახევარში ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე; და თეთრი ნიშნები შავ ფონზე კვადრატის ქვედა ნახევარში. სიმბოლო უჩვენებს სითხის დაცემას ორი მინის ჭურჭლიდან. ერთი ეცემა ხელს, მეორე მეტალის ზედაპირს. 2. ადვილად აალებადი სითხე შავი სიმბოლო წითელ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს წყალთან შეხებისას ადვილად აალებად სითხეს. 3. ფეთქებადსაშიში შავი სიმბოლო ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს აფეთქებას. 4. ადვილად აალებადი ნივთიერება სიმბოლო უჩვენებს ადვილად აალებადობას. 5. ძლიერად აალებადი შავი სიმბოლო ცისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს ნივთიერებას, რომელიც წყალთან ურთიერთ ქმედებისას გამოყოფს აალებად აირებს. 6. * გამაღიზიანებელი ნივთიერება შავი სიმბოლო ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს გამაღიზიანებელ ნივთიერებას შენიშვნა:* ეს სიმბოლო არ არის საჭირო, თუ გამოიყენება სიმბოლო „ტოქსიკურია“ ან „მავნეა“ (იხ. დანართი 1), ან გამოიყენება სიმბოლო „კოროზია“. 7. შავი სიმბოლო თეთრ ფონზე კვადრატის ზედა ნაწილში და წითელი ფონი ქვედა ნახევარში. სიმბოლო უჩვენებს ნივთიერების თვითაალებადობას. 8. დამჟანგავი შავი სიმბოლო ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს ადვილად დამჟანგავ ნივთიერებას. შემდგომი ინფორმაციისათვის ამ სიმბოლოების გამოყენებისას საჭიროა კონსულტაციის მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარეგისტრაციო ორგანოში. დანართი 3 კონტეინერის ეტიკეტის ნიმუში პროდუქციის სახელწოდება მოქმედი ნივთიერების სახელწოდება, კონცენტრაცია და პრეპარატული ფორმა საერთო დახასიათება და გამოყენების წესი რეგისტრაციის სფერო დამამზადებელი დისტრიბუტორი, აგენტი რეგისტრანტი სავაჭრო მარკა                                                                              ნეტო საშიშროების ნიშანი ნეტო გაფრთხილება საშიშროებაზე გამოშვებისთარიღი პარტიისნომერი   გამოყენების ინსტრუქცია დამუშავებულ ფართობზე გასვლის დრო ლოდინის პერიოდი პასუხისმგებელი პირი უსაფრთხოების ზომები გამაფრთხილებელი წარწერები გამოყენების სფერო პირველადი დახმარება ექიმის რჩევა შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე   . დანართი 4 შეფუთვის შიდა ეტიკეტის ნიმუში პროდუქციის სახელწოდება მოქმედი ნივთიერების სახელწოდება, კონცენტრაცია და პრეპარატული ფორმა პასუხისმგებელი პირები დამამზადებელი დისტრიბუტორი, აგენტი რეგისტრანტი სავაჭრო მარკა                                                                              ნეტო საშიშროების ნიშანი პიქტოგრამა                                                                                  პიქტოგრამა გაფრთხილება საშიშროებაზე დანართი 5 პესტიციდების შენახვისა და მათთან მუშაობის დროს უსაფრთხოების ზომების აღნიშვნელი პიქტოგრამები შენახვა 1. – პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწ­­ვდო­მელ ადგილას და კვების პროდუქტებისაგან მო­შორებით რჩევები გამოყენების დროს: 2 და 2ა – უსაფრთხოების ზომები სამუშაო ხსნარის მომზადებისას. 3 – უსაფრთხოების ზომები შესხურების დროს. 4 – ხელები დაცული უნდა იყოს ხელთათმანებით. 5 – სახე და თვალები დაფარული უნდა იყოს ნიღბით ან დამცავი სათვალეებით. 6 – პრეპარატი თვალებზე ან კანზე მოხვედრისას ჩამოირეცხოს წყლით. 7 და 7ა – გამოიყენეთ წინსაფარი ან კომბინეზონი. 8 – გამოიყენეთ რეზინის ჩექმები. 9 და 9ა – დაიცავით სასუნთქი გზები პირბადით ან რესპირატორით. გაფრთხილებები: 10 – საშიშია შინაური ცხოველებისა და ფრინ­ველე­­ბისათვის. 11 – საშიშია თევზებისათვის.     მუხლი 6🔗. აგროქიმიკატების მარკირება 1. აგროქიმიკატის ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს: ა) აგროქიმიკატის დასახელება სიტყვიერად და ქიმიური ფორმულით; ბ) აგროქიმიკატის შემადგენლობა, მასში შემავალი ყველა ელემენტის დასახელებით და თითოეულის პრო­­ცენ­ტუ­ლი შემცველობის ჩვენებით; გ) სავაჭრო ნიშანი (თუ ასეთი არის) აგროქიმიკა­ტის მწარმოებლის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები; დ) აგროქიმიკატის წონა; ე) სასუქში შემავალი მძიმე ლითონების, რადია­ციული ელემენტების და ქლორის შემცველობა (თუ ასე­თი არის); ვ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი; ზ) გამაფრთხილებელი ნიშანი (თუ ასეთი არის); თ) სასუქში შემავალი ფეთქებადი ნივთიერების შემცველობა და ეკოტოქსიკურობა (თუ ასეთი არის); ი) პროდუქციის დამზადების თარიღი; კ) შენახვის პირობები; ლ) გამოყენების პირობები და წესები; მ) სტანდარტის დასახელება. 2. თუ აგროქიმიკატი შეიცავს რამდენიმე ელემენტს (რთული სასუქი) ისინი ეტიკეტზე თავისი პრო­ცენტული შემცველობით ჩამოთვლილი უნდა იყვნენ როგორც სიტყვიერად, ისე ფორმულით შემ­დეგი თანმიმდევრობით: აზოტი–N ფოსფორი–P2 O5 ან P კალიუმი–K2 O ან K კალციუმი–CaO ან Ca მაგნიუმი–MgO ან Mg სულფატი–SO3 ან S ასევე ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეი­ცავს რთული სასუქი. 3. იმ სასუქის ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს Ca, Mg, S, მათი შემადგენლობა უნდა იყოს: CaSO4 –კალციუმის სულფატი CaO–25%, SO3 –35% MgSO4–მაგნიუმის სულფატი MgO–15%, SO3–28% 4. დასაშვებია აგროქიმიკატებში პროცენტული შემ­ც­ვე­ლობის გადახრა 0.1%-ის ფარგლებში; 5. შეფუთული აგროქიმიკატების გახსნის შემთხვე­ვაში აუცილებელია ტარაზე დასმული ბეჭდის, ეტი­კეტის და მთლიანად ტარის დაზიანება, რათა არ მოხ­­­დეს მისი მეორადი გამოყენება ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის ჩასაყრელად და სარეალიზაციოდ. 6. სასუქში, რომელიც ფეთქებადსაშიშია (ამონიუ­მის გვარჯილა და სხვა) წვადი ნივთიერების შემცვე­ლობა არ უნდა აღემატებოდეს 0.72%. 1. 31/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 427 - ვებგვერდი, 10/01/2014 × დოკუმენტის ცვლილებები 1 მიღების თარიღი : 31/12/2013 გამოქ. თარიღი : 10/01/2014 დოკუმენტის ნომერი : 427 ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ × უზენაესი სასამართლოს განმარტებები × ბმულები ---- სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2010-2026, ყველა უფლება დაცულია. დამუშავებულია AzRy© LTD-ს მიერ