„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№321
სარეგისტრაციო კოდი
330110000.10.003.025215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №321

2025 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დანართ №3-ის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2.  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:

 

ორგანოების დასახელება

მოკლე ნომრები

საქართველოს პარლამენტი

141

საქართველოს მთავრობა

151

საქართველოს სამინისტროები

1400-1409, 

1500-1509

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ნომერი, რომელიც დროებით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მოქალაქეთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედებისთვის

144

აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში) ა/რ-ის უმაღლესი საბჭო  

1421

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო

1422

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

 ა/რ-ების მთავრობები

143

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში) 

ა/რ-ების სამინისტროები

1450-1459

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები

146

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

1471

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

1472

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი

1474

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცხელი ხაზი

1522

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

1551

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური

1555; 

(1552-1554,

1556-1559 გაფორმების ეკონომიკური ზონები)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

1420

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდი

1480

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

1481

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1482

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

1483

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

1499

სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

1520

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში

1525

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1545

სსიპ − ანტიკორუფციული ბიურო

1570

სსიპ − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1571

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური

1575

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი

1272

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

1484

სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური

1485

საქართველოს მთავრობის რეზერვი

1423-1429, 

1486-1489,

1490-1498,  1521,

1523-1524, 

1526-1529,

1540-1544, 

1546-1549, 156, 1572-1574, 

 1576-1579,

158-159.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე