“სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის ორგანიზაციული საკითხების შესახებ"
მიღების თარიღი 07.08.2006
ძალის დაკარგვა 21.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №214
სარეგისტრაციო კოდი 480.130.000.22.030.009.075
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 16/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის ორგანიზაციული საკითხების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 43.35pt 9.0pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.130.000.22.030.009.075
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №214
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის ორგანიზაციული საკითხების შესახებ
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს, როგორც წესი, 5 წლის მოქმედების ვადით.
2. საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მეუღლეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მეუღლეზე, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე, საქართველოს პატრიარქსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე, ქორეპისკოპოსსა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს 10 წლის მოქმედების ვადით.
3. ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს 7 წლის მოქმედების ვადით.
4. საქართველოს პრეზიდენტის არასრულწლოვან შვილებზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს სრულწლოვნების მიღწევამდე ვადით, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
5. საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ავტონომიური რესპუბლიკების დეპუტატებზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს 4 წლის მოქმედების ვადით. იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის აღებისას, მათი უფლებამოსილების ვადა 2 წელიწადზე ნაკლები დარჩა, პასპორტი გაიცეს 3 წლის ვადით.
6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.
7. „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი პასპორტის სარგებლობის შენარჩუნებაზე ან ვადაზე ადრე შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას იღებენ:
ა) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე;
ბ) საკონსულო დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე;
გ) საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი.
8. საგარეო საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმების საფუძვლის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები, გაუქმების შესახებ შეტყობინება იგზავნება დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
9. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა, გარდა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, სამსახურებრივი სარგებლობის მოქმედი პასპორტები ინახება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში და გაიცემა მათი სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში. მივლინებიდან დაბრუნების შემდგომ, ამ პუნქტში მითითებული პირები ვალდებულნი არიან 1 კვირის ვადაში პასპორტები შესანახად ისევ ჩააბარონ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
10. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელება, ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებელია მხოლოდ საკონსულო დეპარტამენტის თანხმობით. ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინება საკონსულო დეპარტამენტში იგზავნება დაუყოვნებლივ.
11. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი