პუბლიკაციის თარიღი 07.08.2025
მოქმედების პერიოდი 07.08.2025 — 04.02.2026
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2025 წლის 6 აგვისტო
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შეიქმნას ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 2 ივლისის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016681).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
დანართი
ახმეტის
მუნიციპალიტეტში
ქალთა
და
ბავშვთა
საკითხებზე
მომუშავე
მუნიციპალური
საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ახმეტის
მუნიციპალიტეტში
ქალთა
და
ბავშვთა
საკითხებზე
მომუშავე
მუნიციპალური
საბჭოს სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – „საბჭო“) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – „საკრებულო“) სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ ბავშვის უფლებათა კოდექსის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. საბჭო ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის (სტრატეგიის) შემუშავება და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) ქალისა და მამაკაცის რეალური თანასწორობის დამკვიდრების სტიმულირება და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრის ხელშეწყობა;
გ) თემატური კვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით და შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა;
დ) მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება;
ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება;
ვ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, ამ მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანოების საინფორმაციო და სხვა სახის დახმარება მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით;
თ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მუნიციპალიტეტის მერიაში გაგზავნა მათი აღსრულების მიზნით;
ი) საბჭოს ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სხვა საქმიანობის განხორციელება, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მოიწვიოს სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;
ბ) საჭიროების მიხედვით განახორციელოს თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. საბჭო თავისი საქმიანობის ანგარიშს საკრებულოს წარუდგენს წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგიანეს 1 დეკემბრისა.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით.
2. საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოდან: საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ყველა ფრაქციიდან თითო წარმომადგენელი, საკრებულოს აპარატის ერთი საჯარო მოსამსახურე;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიიდან: მერიის სტრუქტურული ერთეულების ორი წარმომადგენელი და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე;
გ) კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.
4. საბჭოს წევრები საქმიანობას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
5. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საბჭოს წევრი, შეუძლია სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა საბჭოს მუშაობაში.
მუხლი 4🔗. საბჭოს შექმნის წესი
1. საბჭოს თავმჯდომარეა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის წარდგინებით, ირჩევს საბჭო.
4. საბჭოს წევრის კანდიდატურას საკრებულოს ფრაქციის შემადგენლობიდან წარადგენს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
5. საბჭოს წევრთა კანდიდატურებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
6. კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლების საბჭოს შემადგენლობაში შეყვანა ხორციელდება მათი წერილობითი განცხადების, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვის შემთხვევაში – წერილობითი თანხმობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, ადგენს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს სხდომას.
2. საბჭოს რიგგარეშე სხდომა, საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
5. საბჭოს სხდომაზე განსახილველად საკითხის წარდგენის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს ან/და მისი დავალებით – საბჭოს წევრს.
6. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრს. ყველა წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება წარდგენილ იქნეს წერილობით და დაერთოს სხდომის ოქმს.
7. საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს. საბჭოს გადაწყვეტილებები საჯაროა და მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს მდივანი. ოქმს ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.